close
სიქოლოგია

პანიკური შეტევები – როგორ გავუმკლავდეთ ?

90405361_3113024975388257_8998593617748557824_n

როგორ გავუმკლავდეთ პანიკურ შეტევებს ? გთავაზობთ, ფსიქოლოგ ეკა კაპანაძის რჩევებს, რომელიც სოციალურ სივრცეში გაავრცელა. 

პანიკური შეტევების შესახებ ინტერნეტ სივრცეში მრავლად არის ინფორმაცია მოცემული. მე შევეცდები პანიკური შეტევა განსხვავებული რაკურსით განვიხილო, რაც საშუალებას მოგცემთ თავად გახდეთ ავტორი მასთან გამკლავების პროცესში.
პანიკური შეტევა განმეორებადი ფსიქოსომატური სიმტომატიკის ერთობლიობაა, რომელიც შეიძლება გამოიხატებოდეს შემდეგი ნიშნებით:
1. აჩქარებული გულისცემა
2. ოფლიანობა
3. კანკალი
4. სუნთქვის გახშირება ან შეკავება
5. მკერდისტკივილი ან დისკომფორტი
6. თავბრუსხვევა, სიმყარის განცდის უქონლობა, გულის წასვლის ან გონების დაკარგვის შიში
7. გულისრევის შეგრძნება
8. სიცივის ან სიცხის შეგრძნებები
9. პარესთეზია (გაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნებები)
10. რედეარილიზაცია (არარეალურობის განცდა) ან დეპერსონალიზაცია
პანიკური შეტევა ხასიათდება უეცარი გამოვლინებით, მას არ გააჩნია დრო, სივრცე და ფორმა.
ეს გახლავთ ორგანიზმის რეაგირების საშუალება სხვადასხვა გარემო სტრეს-ფაქტორებზე.
ჩემთვის, როგორც ფსიქოლოგსითვის, მნიშვნელოვანია პანიკური შეტევების ფსიქოლოგიური მახასიათებლები და მასთან გამკლავების გზები.
სხვადასხვა ადამიანში პანიკურ შეტევას სხვადასხვა ფსიქოლოგიური მახასიათებლები და გამომწვევი მიზეზები შეიძლება ქონდეს. თუმცა, დომინანტის სახით შეიძლება წარმოდგენილი იყოს ირაციონალური შფოთისა და შიშის სახით.
კლინიკურად, პანიკური შეტევები ფსიქოთერაპევტისა და ფსიქიატრის (განსაკუთრებით, მწვავე ფორმების დროს) ერთობლივი მუშაობის საგანია, რომელიც პიროვნების ინდივიდუალური მდგომარეობიდან გამომდინარე მკურნალობის სხვადასხვა ვადებს შეიძლება მოიცავდეს. მე, როგორც ფსიქოთერაპევტი გამოვყოფდი ფსიქოთერაპიას, როგორც ძლიერ ინსტრუმენტს, პანიკურ შეტევებთან მუშაობის თვალსაზრისით.
შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, გთავაზობთ რეკომენდაციებს, თუ როგორ შეგიძლიათ გაუმკლავდეთ პანიკურ შეტევებს თავად, თუმცა ეს არ გულისხმობს შემდგომში პროფესიული მხარდაჭერის უგულებელყოფას:
• გახსოვდეთ, რომ პანიკური შეტევები არ არის მომაკვდინებელი
• შეეცადეთ სუნთქვის დარეგულირება: ცხვირით ჩაისუნთქეთ, პირით ამოისუნთქეთ და დააკვირდით თქვენს შეგძნებებს. სუნთქვის საშუალებით სხეულს მიეწოდება ჟანგბადი, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, ემოციური ფონი, ზრდის სხეულის ადაპტირებულ შესაძლებლობებს გარემოში
• მიმოიხედეთ, დააკვირდით გარემოს. გარემოსთან კონტაქტი გვეხმარება საყრდენის მოძიებაში
• შეეცადეთ, ვინმეს (მეგობარს, ოჯახის წევრს) ხელი მოკიდოთ. სხეულებრივი მხარდაჭერა უსაფრთხოების განცდას იძლევა
• შეეცადეთ ამოძრაოთ ხელები, ფეხები, თავი.
თქვენი ინდივიდუალური მდგომარეობიდან გამომდინარე, თავად შეგიძლიათ მოძებნოთ და მოირგოთ თქვენთვის სასურველი აქტივობა.
და ბოლოს, იმისათვის რომ პანიკური შეტევების ინტენსიობა შეამციროთ და მისგან გამოწვეული შედეგები, შეეცადეთ სულ მცირე ნაბიჯით – დაიწყოთ საკუთარ თავზე ზრუნვა: ეს შეიძლება იყოს დღის რეჟიმში ფიზიკური აქტივობის დამატება (youtube-ზე მრავლად არის სხვადასხვა სავარჯიშოები), კვების რეჟიმისა და ძილის განრიგის მოწესრიგება, შეეცადეთ დაიძინოთ ერთსა და იმავე დროს, მინიმუმადე დაიყვანეთ ნეგატიური ინფორმაციის მიღება, მოუსმინეთ წყნარ მუსიკას, ისწავლეთ მოდუნება და სხვ.
ეს გახლავთ მცირე ჩამონათვალი, რომლის ყოველდღიურ ჩვევაში გადატანის შემთხვევაში, აუცილებლად აღმოაჩენთ გაუმჯობესებას როგორც ფსიქიკური, ასევე ფიზიკური ჯანმრთელობის თვალსაზრისით.
გისურვებთ წარმატებებს

პატივისცემით,

ეკა კაპანაძე

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი