close
ედიცინასოფლიო

ოქსფორდის უნივერსიტეტმა და AstraZeneca-მ „ომიკრონ“ შტამზე მორგებული ვაქცინის ვერსიის წარმოებაზე მუშაობა დაიწყეს

CC82B5D9-0885-4DE9-A9A7-974CD2BD8027

ოქსფორდის უნივერსიტეტმა და AstraZeneca-მ „ომიკრონ“ შტამზე მორგებული ვაქცინის ვერსიის წარმოებაზე მუშაობა დაიწყეს. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი The Financial Times-ი ავრცელებს.

ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელმა, სენდი დუგლასმა განაცხადა, რომ განახლებული ვაქცინა შეიძლება გამოყენებულ იქნას ნებისმიერ ახალ ვარიანტზე უფრო სწრაფად რეაგირებისთვის.

„ჩვენს პარტნიორ AstraZeneca-სთან ერთად წინასწარი ნაბიჯები გადავდგით განახლებული ვაქცინის წარმოებისთვის“, – აღნიშნა სენდი დუგლასმა.

სამედიცინო ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინის ორი დოზით უზრუნველყოფილი დაცვა სრული ვაქცინაციიდან სამ თვეში მცირდება, მათ შორის მძიმე დაავადების წინააღმდეგ.

ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) განცხადებით, ადრეული მონაცემები ცხადყოფს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გამაძლიერებელი დოზა „ომიკრონი“ ვარიანტისგან დაცვის აღდგენას უწყობს ხელს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი