close
გეოგრაფიადედამიწაეკოლოგია

ოკეანის დინებათა სისტემა მოშლის ზღვარზეა

მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ მთავარი სისტემა, რომელიც მართავს ოკეანურ დინებებს, მოშლის ზღვარზეა, რაც მეტწილად გამოწვეულია კლიმატის ცვლილებებით. ისინი ვარაუდობენ, რომ ცვლილებამ შესაძლოა ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ყინვები გამოიწვიოს.
ბოლო წლებში ატლანტიკის მერიდიანული ცირკულაციის (AMOC) სისტემა, რომელიც ზღვის თბილ წყალს ტროპიკებიდან ჩრდილოეთ ევროპის ტერიტორიამდე მიაქანებს, სადაც ის ცივდება და უკან ბრუნდება, სუსტდება.
AMOC-ის მოშლის შემთხვევაში, თუ ცირკულაცია შეწყდება, ამან შეიძლება გამოიწვიოს ევროპის დიდ და ჩრდილოეთ ამერიკის ზოგიერთ ნაწილში ექსტრემალური სიცივე და ზღვის დონის მატება ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე.
უკანასკნელად, როდესაც AMOC მოიშალა, ეს გამყინვარების უკანასკნელი პერიოდი იყო, დაახლოებით 12 ათასი წლის წინ. ექსტრემალური სიცივის პერიოდი კი თითქმის ათასწლეული გაგრძელდა.
AMOC-ის შესუსტება გამოწვეულია ზღვის ტემპერატურის მომატებით, რაც ჩვენი ქმედებებითა და სათბურის აირების ზრდით არის გამოწვეული. ეს პროცესი გოლფსტრიმის თბილი დინების დაგვიანებას უკვე იწვევს და შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ ზღვის დონის მატებას. ჯერჯერობით უცნობია რა დრო დასჭირდება საკმარისი სათბურის აირის გამოყოფას იმისათვის, რომ AMOC-ის მოშლა გამოიწვიოს, ამიტომ მნიშვნელოვანია ეს პროცესი მაქსიმალურად შევანელოთ.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response