close
სიქოლოგია

ნინო კერესელიძე – ხელოვნება, როგორც თერაპია

119031424_777966196369058_497709705806381246_n

დავითიანნის ფსიქოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, არტ თერაპიის სპეციალისტი ნინო კერესელიძე : 

შემოქმედებითობა – ერთ-ერთი იმ მნიშვნელოვან თვისებათაგანია, რომელიც ადამიანს სხვა ცოცხალი ორგანიზმებისგან განასხვავებს. ხელოვნებას, პირველი ადამიანების არსებობის დროიდან უდიდესი ადგილი ეკავა კაცობრიობის ცხოვრებაში. ამას ადასტურებს პირველყოფილი ნახატები გამოქვებულებში და ათასობით განამარხებული ქანდაკება. ადამიანი მოწოდებულია იმისთვის, რომ გამოხატოს საკუთარი პიროვნება და ინდივიდუალობა. ხატვა, ძერწვა, ცეკვა, ფერწერა – ეს ყოველივე, რომ საშუალებას იძლევა ადამიანმა გარეთ გამოიტანოს საკუთარი შინაგანი სამყარო და გამოხატოს გრძნობები ფაქტია, მაგრამ როგორია ხელოვნება, როგორც თერაპია?

ხელოვნება, როგორც თერაპია 1940 წლიდან გვხვდება. არტ თერაპიის მეშვეობით დღის სინათლეზე გამოდის ის დაფარული და მიმალული ემოციები, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ადამიანის მენტალური ჯანმრთელობისთვის. რადგან  ზოგჯერ, ის რაც ვერ გამოითქმის სიტყვით, გამოიხატულებას ჰპოვებს ფერებში, ფორმებსა და მოძრაობებში. აღსანიშნავია, რომ არტ თერაპია ყურადღებას ამახვილებს ქმნადობის პროცესზე და არა უშუალოდ მისი შედეგებით ტკობაბზე, განსხვავებით ხელოვნებისა.

  • შეუძლია თუ არა ხელოვნებით თერაპიის გავლა ნებისმიერ მსურველს, თუ იგი უნდა დანიშნოს აუცილებლად არტთერაპევტმა?

არტ თერაპიის გავლა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, გამომდინარე იქიდან, რომ იგი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ტექნიკების მომცველი მეთოდია და მარტივად იძლევა პროცესში ცვილელების განხორციელების შესაძლებლობას. იგი ხშირად გამოიყენება დიაგნოსტირებისას და განსაკუთრებით გამოყენებადია მოზარდებთან და ბავშვებთან.

  • არტთერაპიის მსვლელობის პროცესში, თავად მონაწილე ირჩევს სასურველ შემოქმედებით საქმიანობას, თუ თერაპევტი სთავაზობს მას გარკვეული საჭიროებებიდან გამომდინარე?

არტ თერაპიის მსვლელობისას, უმეტეს შემთხვევაში თერაპევტი სთავაზობს კლიენტს სხვადასხვა ტექნიკას, თუმცა არის შემთხვევები, ტოცა თავად კლიენტი ირჩევს სამუშაო მასალას. ტექნიკებისა და მასალების შერჩევა დამოკიდებულია კონკრეტულ შემთხვევებსა და საჭიროებებზე.

  • როგორც ვიცით, ვიზუალიზაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფეხურია წარმატების მიღწევის პროცესში.შესაძლოა თუ არა არტთერაპია, როგორც ვიზუალიზაციის ერთ-ერთი საშუალება, იყოს გზა წარმატებისაკენ?

 არტ თერაპია მოიცავს უამრავ მეთოდს, რომელიც ადამიანს ეხმარება შეიცნოს საკუთარი თავი, დასახოს მიზნები და მიაღწიოს მათ. ამიტომ, შეიძლება თამამად ითქვას, რომ არტ თერაპია არის ერთ-ერთი ეფექტური გზა წარმატებისაკენ.

  • არტთერაპია მოიაზრებს, მხოლოდ უშუალოდ შემოქმედებით პროცესს, თუ ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი კავშირი ხელოვნების სფეროსთან? მაგალითად: წიგნის კითხვა, მუზეუმებში სიარული, გამოფენების დათვალიერება და ა.შ.

 ხელოვნებისგან განსხვავებით, რომელიც ორიენტირებულია  უშუალოდ შედეგზე, ხელოვნებით თერაპიაში ფოკუსში ექცევა ქმნადობის პროცესი. ვინაიდან, არტ თერაპია ხელოვნებით თერაპიის ერთ-ერთი სახეა, იგი მოიაზრებს, რომ  ჩანაწერების გაკეთება, ხატვა, სიმღერა, ცეკვა  – ყველა მსგავსი მოქმედება, შეუძლია შეასრულოს ნებისმიერმა არაპროფესიონალმა პიროვნებამ  და მიიღოს სიამოვნება, განთავისუფლდეს ნეგატიური ემოციებისგან და შფოთვისგან, მხოლოდ პროცესის მეშვეობით.

 მოამზადა გვანცა ხაბელაშვილმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი