close
რქეოლოგია

ნახეთ: 99 მილიონი წლის წინ ქარვაში გაყინული “ჯოჯოხეთური ჭიანჭველა”

1596805132-Fossilized_Predation-Copy-1-758×399

დიდი ხნის წინ გადაშენებული მწერების გვარი, სახელწოდებით “ჯოჯოხეთური ჭიანჭველა”, 99 მილიონი წლის წინ გაყინულ ქარვაში, საინტერესო მდგომარეობაში აღმოაჩინეს – ის თავის მსხვერპლს, ტარაკანს, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კბენდა!

“გაქვავებული ქცევა ძალზე იშვიათია, განსაკუთრებით მტაცებლურია”, – ამბობს ფილიპ ბარდენი, რომელიც სწავლობს სოციალური მწერების ევოლუციას ნიუ-ჯერსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (NJIT).

ჭიანჭველები ჩვენი პლანეტის ყველაზე მრავალფეროვანი არსებებია. დღემდე მეცნიერებმა 12 500-ზე მეტი სხვადასხვა სახეობა აღმოაჩინეს და მათი ვარაუდით, ჩვენს ფეხებქვეშ დაახლოებით კიდევ 10 000 მათგანი ელოდება აღმოჩენას.

ფილიპ ბარდენის თქმით ახლად აღმოჩენილი “ჯოჯოხეთური ჭიანჭველა” თითქმის ყველა სხვა, აქამდე ნაცნობი მწერისგან განსხვავებულია. თანამედროვე ჭიანჭველებს და სხვა ექვსფეხა მწერებს აქვთ ქვედა ყბა, რომელიც ჰორიზონტალურ ღერძზე მოძრაობს, ხოლო ამ შემთხვევაში ვხედავთ მის ვერტიკალურ მოძრაობას.

მართალია, წარსულში აღმოჩენილ სხვა “ჯოჯოხეთურ ჭიანჭველებსაც” აქვს რქა, რომლითაც მსხვერპლის დაჭერაა შესაძლებელი, თუმცა ეს ასეთი ცხადი, თვალსაჩინო და განსხვავებული არასდროს ყოფილა.

“ეს მწერი ავლენს ისეთ მექანიზმს, რასაც შეიძლება ევოლუციური ექსპერიმენტი ვუწოდოთ და მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ექსპერიმენტების აღმოჩენა იშვიათობას არ წარმოადგენს, ჩვენ ხშირად არ გვაქვს მკაფიო სურათი მათკენ მიმავალ ევოლუციურ გზაზე.”

ჩვენთვის უცნობია, რატომ გადაშენდა ჭიანჭველების ეს სახეობა, რომელიც, როგორც ჩანს, 99 მილიონი წლის წინანდელი მდგომარეობითაც კი ბევრ ახლა არსებულ მწერს უსწრებდა თავისი მრავალფეროვნებით. ბარდენის თქმით, ეს ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება განადგურდეს ნებისმიერი სახეობა, მიუხედავად თავისი განსაკუთრებულობისა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი