close
იოლოგიასოფლიოექნოლოგიები

მხატვარმა ტრანსგენდერი ამერიკელი ჯარისკაცის დნმ-ისგან პორტრეტები შექმნა

ტრნსი დნმ პორტრეტი

ნიუ-იორკში აგვისტოში საიდუმლო მონაცემების გაჟონვის ბრალდებით დაპატიმრებული ტრანსგენდერი ამერიკელი ჯარისკაცის, ჩელსი მენინგის, დაახლოებით, ოცდაათი სამგანზომილებიანი პორტრეტის გამოფენა გაიმართება.

პორტრეტები მხატვარმა ჰაიტერ დუეი-ჰაგბორგმა მენინგის დნმ-ის გამოყენებით შექმნა. ჰაგბორგის პორტრეტები ეფუძნება პროგრამის მიერ დნმ-ზე ჩატარებული ანალიზის შედეგად წარმოქმნილ სახის შესაძლო ვარიაციებს. დნმ  ჩელსი მენინგმა მხატვარს პატიმრობის დროს გამოუგზავნა.

29 წლის მანინგი აშშ-ის სამხედრო ციხედან მიმდინარე წლის მაისში გაათავისუფლეს. იგი სასჯელს ,,WikiLeaks-ის”  საიტისთვის გადაცემული საიდუმლო მასალებისთვის იხდიდა. მენინგის ფოტოების გამოქვეყნება აკრძალული იყო მისი პატიმრობის პერიოდში.

მანჰეტენში დაგეგმილ გამოფენაზე სახელწოდებით – ,,ჯეროვანი მსგავსება” მენინგის პორტრეტები სხვადასხვა კანისა და თვალის ფერით იქნება წარმოდგენილი.

,,იმედი მაქვს, 2 აგვისტოს აქ უამრავი დამთვალიერებელი მოვა. ჩვენ ყველანი ჩელსი მენინგები ვართ,“ – განაცხადა პორტრეტების ავტორმა – დუეი ჰაგბორგმა.

ჰაგბორგი და მენინგი პროექტზე ორ წელს მუშაობდნენ. პროექტი მაშინ დაიწყეს, როდესაც ჟურნალის წარმომადგენლები მხატვარს დაუკავშირდნენ და მენინგის სურათის შექმნა სთხოვეს.

ჰაგბორგის განმარტებით, გამოფენის მიზანია აჩვენოს, რომ დნმ ყოველთვის არ იძლევა ინფორმაციას ადამიანის სქესის შესახებ. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ მენინგის სახის დნმ-გენერირებული 30 სხვადასხვა ვერსიის წარდგენა ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ დნმ-ზე დაფუძნებული გამოსახულება ზედმიწევნით ზუსტი არ არის.

,,ტექნოლოგია იზრდება და ვითარდება, მაგრამ ამგვარი გამოყენებისთვის ჯერ კიდევ არაა მზად,“ – განაცხადა დუეი ჰაგბორგმა.

 

წყარო: http://www.reuters.com/

მასალა მოამზადა: თამარ ტაბაატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : sld
admin2

The author admin2