close
111234567

“მრავალი წელია მცხეთელები ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოსგან ითხოვდნენ დახმარებას და შუამდგომლობას “ენერგოპრო ჯორჯიასთან”, რომ ამ ადგილას მტკვარი გაშვებულიყო და პომპეუსის ხიდი გამოჩენილიყო, რათა მომხდარიყო ამ ძეგლის ფოტო-ვიდეო ფიქსაცია და გარკვეული არქეოლოგიური დაკვირვება, რომ გვცოდნოდა, ეს ძეგლი რა დღეშია.

დღეს ჩვენ გამოვაჩინეთ პომპეუსის ხიდი თავისი სხვადასხვა დროის შრეებით და გვაქვს 48 საათიდან 72 საათამდე იმისათვის, რომ პირველადი ნაბიჯები გადაიდგას, მაგალითად, მცენარეები მოშორდეს ძეგლს, რომლებიც ფესვებით აზიანებენ ქვას, ასევე არქეოლოგებმა შეძლონ პირველადი სამუშაოების განხორციელება”, – თქვა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს მედიასთან და მადლობა გადაუხადა კერძო კომპანიას წარმატებული თანამშრომლობისთვის, რაც იმაში გამოიხატა, რომ ამ ადგილას წყალი რამდენიმე დღით დააშრეს და ხიდი გამოაჩინეს. თეა წულუკიანის თქმით, სამომავლოდ იგეგმება უფრო მასშტაბური სამუშაოებიც ხიდზე, მათ შორის, მისი კონსერვაცია.

პომპეუსის ხიდი, რომელსაც “მოგვთა ხიდსაც” ეძახიან, მცხეთის შესასვლელში, მდინარე მტკვარზე დღეს არსებული და მოქმედი გადასასვლელი ხიდის აღმოსავლეთით, დაახლოებით 100 მეტრში მდებარეობს და დაფარულია მდინარის მიერ. ის ჩნდება მხოლოდ მაშინ, როცა მტკვრის დონე დაიწევს. იმის მიუხედავად, რომ ხიდს პომპეუსის სახელი ჰქვია, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ უფრო ძველია და ძვ. წ. IV-III საუკუნეებიდან ფუნქციონირებდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი