close
ედამიწა

მოქმედი მშიერი ვულკანი

DACD0B5C-0611-49CC-A904-C41A906E6622

ინდონეზიაში, კუნძულ იავაზე, ბრომოს მთაზე მდებარეობს მოქმედი ვულკანი, რომლის სიმაღლე 2 329 მეტრია. აღნიშნული მასივი, ბრომოს მწვერვალი და კრატერი თავისი მდებარეობითა და ხედებით ტურისტების მიერ ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ღირსშესანიშნაობაა. ბრომოს მთის სახელი უკავშირდება ინდუიზმის მთავარი ღმერთის ბრაჰმას სახელს, რომელიც იავური წარმოშობისაა.
რა ხდება უცნაური ბრომოს მთაზე?
ყოველ წელს ახლომდებარე სოფლებიდან მოსახლეობა მიდის მოქმედ ვულკანთან და კრატერში ყრის საკვებს, გარდა ხილისა და ბოსტნეულისა ასევე წირავენ პირუტყვს და ფრინველებს. აღნიშნული ხდება ფესტივალის ფარგლებში, რომელიც დაახლოებით ერთი თვე გრძელდება. ფესტივალის მე-14 დღეს მოსახლეობა მიემართება მთისკენ, რომ შესაწირი კრატერში ჩაყარონ. საფრთხის მიუხედავად, ზოგი ცდილობს დაბლა ჩასვლას და შესაწირის უკან დაბრუნებას, რაც მათი აზრით, წარმატების მომტანია. სხვები კი ცდილობენ ბადის გამოყენებით მოახერხონ დაჭერა.
მთა ბრომო მდებარეობს წყნარი ოკეანის ცეცხლოვანი სარტყლის ეპიცენტრში, სადაც მიწისძვრების 90% ხდება და ვულკანების დიდი ნაწილიც აქ მდებარეობს. ვულკანი უკანასკნელად ამოიფრვა 2019 წელს, ხოლო პირველი ამოფრქვევის შესახებ დამადასტურებელი ცნობები არსებობს XIX საუკუნეში.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი