close
ედამიწაკოლოგია

მმო კლიმატის ცვლილებების შესახებ შემაშფოთებელ ინფორმაციას ავრცელებს

climate

ატმოსფეროში კლიმატის ცვლილებამ შემაშფოთებელ დონეს მიაღწია, ამის შესახემ მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია (მმო) (World Meteorological Organization (WMO)) იუწყება.
ორგანიზაციის ინფორმაციით, გარდა იმისა, რომ 2016 წელი ყველაზე თბილი წელი იყო დაკვირვებების არსებობის ისტორიაში, ატმოსფეროში CO2-ის ახალი, მაღალი დონე დაფიქსირდა, ხოლო არქტიკული ზღვის ყინულის დონე რეკორდულად შემცირდა.
მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია აცხადებს, რომ „ექსტრემალური და არაჩვეულებრივი“ მდგომარეობა 2017 წელსაც ნარჩუნდება.
სრული სურათი
სხვადასხვა სამეცნიერო ორგანოს (მათ შორის: UK’s Met Office-ის, Nasa-სა და NOAA-ის) მიერ მიმდინარე წლის დასაწყისში წარმოდგენილი ანგარიშების მიხედვით, 2016 წელი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე თბილი წელი იყო.
მმო-ს ანგარიში – სახელმწიფო გლობალური კლიმატი 2016 ეფუძნება 80 ეროვნული ამინდის სერვისის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. ორგანიზაციის ინფორმაციით, 1961-1990 წლების პერიოდის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით 2016 წელი 0.83 გრადუსი ცელსიუსით უფრო თბილი იყო, ხოლო წინა, 2015 წელთან შედარებით, – 0.06C-ით.
„გლობალური ტემპერატურის ზრდა კლიმატის სისტემაში მიმდინარე სხვა ცვლილებებს შეესაბამება,“ – განაცხადა მმო-ს გენერალურმა მდივანმა – პეტერი ტაალასმა.


ორგანიზაციის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2016 წელს ტემპერატურაზე გავლენა მოახდინა ელნინიოს ამინდის ფენომენმა. ეს გახლავთ ანომალიური და გლობალური კლიმატური მოვლენა; თბილი სეზონური ზედაპირული დინება წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში. ჩნდება სამ ან შვიდ წელიწადში ერთხელ ცივი დინების გაქრობის შემდეგ და გაბატონებულია არა ნაკლებ ერთი წელი. ელნინიო წყნარი ოკეანის ეკვატორული ნაწილის ზედაპირული ფენის ტემპერატურის რყევაა, რომელიც შესამჩნევ გავლენას ახდენს კლიმატზე.
მმო-ს ინფორმაციით, ელნინიომ გავლენა იქონია ატმოსფეროში გაზების ემისიის დონეზეც. ,,შედეგად, 2016 წელს გახდა პირველი წელი, როცა მაუნა ლოას ობსერვატორიაში CO2-ის დონე მთელი წლის განმავლობაში 440ppm-ზე მეტი იყო.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2016 წლის ამინდის ექსტრემალურ ამინდის მოვლენებს განეკუთვნება მძიმე გვალვები სამხრეთ და აღმოსავლეთ აფრიკასა და ცენტრალურ ამერიკაში ჰაიტის ქარიშხალი მეთიუ ამინდთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე გამანადგურებელი კატასტროფა იყო, რომელმაც ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ექსტრემელური მოვლენები გრძელდება
მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ინფორმაციით, ,,ექსტრემალური და უჩვეულო” კლიმატისა და ამინდის ტენდენცია 2017 წელსაც გრძელდება. ამ ზამთარს მინიმუმ სამჯერ არქტიკას „ცხელმა ტალღამ“ გადაუარა მას შემდეგ, რაც რეგიონში ატლანტიკის ქარიშხალი და ტენიანი ჰაერი შეიჭრა.
არქტიკის ცვლილებები და ზღვის ყინულის დნობა ატმოსფეროში დიდ ცვლილებებს იწვევს, რაც დანარჩენ მსოფლიოზეც ახდენს გავლენას.
,,2017 წელს, ელნინიოს გარეშეც კი, თვალსაჩინო ცვლილებების მოწმე ვხდებით მთელს პლანეტაზე. რაც ხაზს უსვამ იმას, რომ კლიმატის ცვლილებები უდავოა,“ – განაცხადა მმო-ს მსოფლიო კლიმატის კვლევის პროგრამის დირექტორმა – დევიდ კარსლონმა.
ამ ინფორმაციის სახით მსოფლიოს კლიმატის მკვლევარებმა ტრამპის მთავრობის დამოკიდებულების მიმართ თავიანთი უკმაყოფილება გამოხატეს.
აშშ-ის პრეზიდენტობის არჩევნებამდე დონალდ ტრამპი კლიმატის ცვლილებას ჩინელების ეშმაკობას უწოდებდა და ვერანაირ კავშირს ვერ ხედავდა კლიმატის ცვლილებასა და ადამიანების ქმედებას შორის.
thedailybeast.com-ის ინფორმაციით, თეთრი სახლის ვებგვერდზე – whitehouse.gov –  წაშლილია სამოქალაქო უფლებებისა და კლიმატის ცვლილებების შესახებ ინფორმაცია. ვებგვერდზე კლიმატის ცვლილებების განყოფილება შეიცვალა ,,ამერიკის პირველი ენერგეტიკის გეგმით”, რომელიც უგულებელყოფს კლიმატის ცვლილებების მიმართ აქამდე არსებულ ხედვას.

 

წყარო: BBC

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2