close
ვლევები

მკვლევარები – კორონავირუსს ტელეფონის ეკრანებისა და ბანკონტების ზედაპირებზე გადარჩენა 28 დღის განმავლობაში შეუძლია

13133

ავსტრალიის ეროვნული სამედიცინო სააგენტოს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კოვიდ 19-ის გამომწვევ ვირუსს ინფექციურობის შენარჩუნება ტელეფონის ეკრანების, ბანკონტებისა და სხვა ნივთების ზედაპირებე 28 დღის განმავლობაში შეუძლია.

მეცნიერების მტკიცებით, კვლევამ აჩვენა, რომ ვირუსს სხვადასხვა ზედაპირზე სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება იმაზე დიდხანს შეუძლია, ვიდრე აქამდე მიიჩნევდნენ.

აღსანიშნავია, რომ ავსტრალიის ეროვნული სამედიცინო სააგენტოს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ვირუსს ინფექციურობის 28 დღის განმავლობაში შენარჩუნება 20 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე და სიბნელეში შეუძლია. შედარებისთვის : ჩვეულებრივი გრიპის ვირუსს იგივე პირობებში 17 დღის განმავლობაში შეუძლია გადარჩეს.

ამავე კვლევის თანახმად, SARS-Cov-2-ი უფრო მაღალ ტემპერატურაზე ნაკლები დროის განმავლობაში ცოცხლობს და 40 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე ზოგიერთ ზედაპირზე ინფექციურობას  ვერ ინარჩუნებს.

კარდიფის უნივერსიტეტის ზოგადი გაციების ცენტრის ყოფილი დირექტორი პროფესორი რონ ეკლესი  კვლევას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ  იმის მტკიცება, რომ ვირუსი ზედაპირებზე, შესაძლოა, 28 დღის განმავლობაში გადარჩეს, “ზედმეტ შიშს იწვევს საზოგადოებაში”.

”ვირუსები ზედაპირებიდან ლორწოსგან ვრცელდება, რომელიც ხველების, ცემინების დროსა და ბინძური თითების შეხებისას ჩნდება. თუმცა ამ კვლევაში ადამიანის ახალი ლორწო არ გამოიყენეს. ახალი ლორწო ვირუსებისთვის მტრულ გარემოს წარმოადგენს, რადგან იგი შეიცავს უამრავ თეთრ უჯრედს, რომლებიც წარმოქმნიან ფერმენტებს ვირუსების გასანადგურებლად და ასევე შეიძლება შეიცავდეს ანტისხეულებს და სხვა ქიმიკატებს ვირუსების გასანეიტრალებლად,“- აცხადებს მეცნიერი.

მეცნიერი ფიქრობს, რომ ინფექციური ვირუსები  ლორწოში მხოლოდ საათების და არა დღეების განმავლობაში ცოცხლობს.

ივლისში, გამოცემა Lancet-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, სხვადასხვა საგნის ზედაპირიდან კორონავირუსის გავრცელების შანსი ძალიან მცირეა. გასულ კვირას კი კალიფორნიის უნივერსიტეტის მედიცინის პროფესორმა მონიკა განდიმ განაცხადა, რომ კორონავირუსი ზედაპირებით არ ვრცელდება.

მეცნიერების აღნიშნავენ, რომ ვირუსი განსაკუთრებით მარტივად საუბრის დროს ახლო კონტაქტით, დაცემინებისა და დახველების შედეგად ვრცელდება.

წყარო : BBC    

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი