close
Eteocypriot_writing

მკვდარი ენები – რატომ ქრება ენა? ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას უმრავლესობა საბოლოოდ გლობალიზაციაზე შევჩერდებით, რაც დომინანტი ენის მარტივად გავრცელებას უწყობს ხელს. გლობალიზაციის პირობებში მშობლიური ენების გვერდით სხვა ენა არსებობს, ამ ენის მოძლიერებამ კი საბოლოოდ შეიძლება მშობლიური ენის შთანთქმა გამოიწვიოს.

დღესდღეისობით მსოფლიოში 573 მკვდარი ენაა, რომლებზეც აღარ საუბრობენ. 1950 წლიდან 2010 წლამდე მსოფლიოს 230 მკვდარი ენა შემატა, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს გლობალიზაციის მოძლიერებაზე. მსოფლიოში არსებული ენების მესამედს კი 1000 კაცზე ნაკლები მოსაუბრე ჰყავს. მკვდარ ენათა შორის არის:

  • ლათინური ენა – მიუხედავად იმისა, რომ ამ ენას მეცნიერებასა და კათოლიკურ ეკლესიებში დღესაც აქტიურად იყენებენ, ის მაინც მკვდარ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება. ლათინური ანბანი შექმნილია ბერძნულის ბაზაზე და დღემდე ყველაზე გავრცელებული ანბანია მსოფლიოში. გეოგრაფიული არეალი, სადაც ლათინურ ენას იყენებდნენ რომის იმპერია იყო, ლათინური რომის იმპერიასთან ერთად განადგურდა. ბევრი იტყვის, რომ ამ ენის ელემენტები სხვა ენაშია გამოყენებული, მათ შორისაა: ფრანგული, ესპანური, იტალიური, პორტუგალიური და რუმინული.
  • შუმერული ენა – ამ ენაზე სამხრეთ მესოპოტამიაში საუბრობდნენ ძვ. წ. IV ათასწლეულში. უძველესმა შუმერულმა ცივილიზაციამ სახელი პირველი დამწერლობის სისტემის შექმნით გაითქვა. შუმერული ენა ძველი წელთაღრიცხვის ბოლოს გაქრა. შუმერები თავდაპირველად თიხის ფირფიტებზე გამოსახავდნენ შუმერულ იეროგლიფებს ლერწმის საშუალებით.
  • სანსკრიტული ენა – ინდოეთის უძველესი ენაა, მას მრავალ რელიგიაში იყენებდნენ, მათ შორის ინდუიზმში. უძველესი დროიდან სანსკრიტს ინდოელი ქურუმები(ბრაჰმანები) ფლობდნენ, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ამ ენაზე შექმნილ სქელტანიან, უზარმაზარ ლიტერატურას მასწავლებლებისაგან(გურუ) მოსწავლეებს ზეპირად გადასცემდნენ. სანსკრიტი აკრძალული იყო დაბალი წარმოშობის მოსახლეობისთვის. ბევრი ამტკიცებს, რომ სანსკრიტი მკვდარი ენა არ არის და დღესაც არსებობს ნეპალში 1600-მდე ადამიანი, რომლებიც სანსკრიტს მშობლიურ ენად აღიარებენ.

 

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი