close
ედიცინა

მეცნიერებმა მაიმუნების ტვინში ადამიანის გენი შეიყვანეს და გასაოცარი შედეგი მიიღეს

Capture

ჩინელმა მეცნიერებმა მაიმუნების ტვინში ადამიანის გენი შეიყვანეს და განაცხადეს, რომ ექსპერიმენტის შედეგად პრიმატები უფრო ჭკვიანები გახდნენ.
კვლევის შედეგები ჩინურ სამეცნიერო ჟურნალ National Science Review-ში გამოქვეყნდა.
აღნიშნულმა ცხოველებმა მოკლევადიანი მეხსიერების ტესტში გაცილებით უკეთესი შედეგი აჩვენეს, ვიდრე ჩვეულებრივმა პრიმატებმა, ნაკლები იყო მათი რეაქციის დროც.
კვლევას Kunming Institute of Zoology-იხელმძღვანელობდა და მისი მიზანი ადამიანის ტვინის გენეტიკური საფუძვლისა და ადამიანის ცნობიერების ევოლუციის შესწავლა იყო.

მკვლევარებმა 11 მაკაკას ტვინში MCPH1 შეიყვანეს, ეს გახლავთ გენი, რომელიც მათი აზრით, ადამიანის ტვინის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ამ გზით მათ შექმნეს „ტრანსგენური მაიმუნები“ და განაცხადეს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ასეთ ექსპერიმენტს „ადამიანის ტვინის წარმოშობის გენეტიკური საფუძვლის“ გასაგებად გამოიყენებენ.
მეცნიერთა განმარტებით, გარდა უკეთესი მოკლევადიანი მეხსიერებისა, პრიმატების ტვინი უფრო ხანგრძლივად ვითარდებოდა და ადამიანის ტვინის განვითარების მსგავსი ნიმუში ჰქონდათ.
დასავლელმა მეცნიერებმა ექსპერიმენტი გააკრიტიკეს და ის „არაეთიკურ ექსპერიმენტად“ შეაფასეს.
„მათი გაადამიანურება ნიშნავს, მიაყენო მათ ზიანი. სად იცხოვრებენ ისინი, რას გააკეთებენ? ნუ შექმნი არსებას, რომელსაც ყველა კონტექსტში უშინაარსო ცხოვრება ექნება,“ განაცხადა კოლორადოს უნივერსიტეტის ბიოეთიკოსმა ჯეკულაინ გლოვერმა.

ბიოეთიკოსების კრიტიკა ჩინელმა მეცნიერებმა წლის დასაწყისშიც დაიმსახურეს, როცა მათ ხუთი გენეტიკურად რედაქტირებული კლონირებული მაკაკა შექმნეს, რომლებმაც მხოლოდ რამდენიმე დღეს იცოცხლეს. კვლევის მიზანი ადამიანის სხვადასხვა დაავადების შესწავლა იყო.
კიდევ ერთმა ჩინელმა მეცნიერმა ჰი ჯიანკუიმ 2018 წლის ნოემბერში გლობალური კრიტიკა დაიმსახურა, როცა მან განაცხადა, რომ მსოფლიოში პირველი გენეტიკურად რედაქტირებული ბავშვები შექმნა. ჰი ჯიანკუიმ YouTube-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობს, რომ ტყუპ გოგონებს დნმ აივ-ის პრევენციის მიზნით შეუცვალა.

www.independent.co.uk

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2