close
იოლოგიაედიცინა

მეცნიერებმა თაგვებში სიმსივნური უჯრედების მოკვლა შეძლეს

765274

მეცნიერებმა  თაგვებში სიმსივნური უჯრედების მოკვლა შეძლეს. კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ ტექნოლოგიის გამოყენება, რომელიც დნმ-ის რედაქტირების მეთოდებს ეფუძნება, ადამიანებში უახლოესი 2 წლის მანძილზე იქნება შესაძლებელი.

თელ-ავივის უნივერსიტეტის პროფესორი დენ პიერი ირწმუნება, რომ ამ მეთოდს გვერდითი ეფექტები არ გააჩნია და მისი საშუალებით ნამკურნალევი კიბოს უჯრედი აქტიური აღარასდროს გახდება.

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ცხოველებში კიბოს სამკურნალოდ Crispr გენომის რედაქტირების ტექნოლოგიის გამოყენება მსოფლიოში პირველად ხდება. აღნიშნული მეთოდი დნმ-ის ნაწილის ამოკვეთას ეფუძნება.

კვლევის ავტორები განმარტავენ, რომ ტექნოლოგია კიდევ უფრო მეტად განვითარებას საჭიროებს, მაგრამ ხაზს უსვამენ, რომ მიმდინარე კვლევის ძირითადი შედეგი იმის ჩვენებაა, რომ ამ გზით სიმსივნური უჯრედების მოკვლა შესაძლებელია, თან ისე, რომ მის ირგვლივ მდებარე უჯრედები დაუზიანებელი რჩება.

კვლევის ფარგლებში ყურადღება გაამახვილეს კიბოს ყველაზე სასიკვდილო ფორმებზე – მეტასტაზურ საკვერცხის კიბოსა და გლიობლასტომაზე, რაც თავის ტვინის კიბოს აგრესიული სახეობაა.

კვლევა თელ-ავივის უნივერსტიტეტის, ნიუ-იორკის უნივერსიტეტისა ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მეცნიერებმა ჩაატარეს და მისი შედეგები ჟურნალ  Science Advances-ში გამოქვეყნდა.

წყარო : independent.co.uk

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი