close
ს საინტერესოასოფლიოამართალი

საუდის არაბეთში ქალებს მეუღლის ნებართვის გარეშე ბიზნესის დაწყების უფლება მიეცათ

საუდის არაბეთი ქალი

საუდის არაბეთში ქალებს თავიანთი მეურვე კაცის ნებართვის გარეშე ბიზნესის დაწყების უფლება პირველად მიეცათ. ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ქვეყნის კომერციისა და ინვესტიციების სამინსიტრო ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ამგვარად, საუდის არაბეთში მაცხოვრებელ ქალებს, ფირმის რეგისტრაციის შესახებ დოკუმენტების შეტანა კაცის ნებართვის გარეშე შეეძლებათ.

საუდის არაბეთში, აქამდე არსებული მეურვეობითი და მზრუნველობითი სისტემის თანახმად, ქალები ვალდებულნი იყვნენ წარედგინათ დოკუმენტაცია, რომელზეც მეურვის ხელმოწერა იქნებოდა. ქალის მიერ შეტანილ ნებისმიერი სახის სახელმწიფო დოკუმენტაციაზე, მათ შორის – სამოგზაურო დოკუმენტებზეც, ქმრის, მამის ან ძმის ხელმოწერა უნდა ყოფილიყო.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2