close
აქართველო

მაღაზიები და რესტორნები ვადის ამოწურვასთან მიახლოებულ, უვნებელ პროდუქტს აღარ გადაყრიან და უპოვრებს დაურიგებენ

EDF456B3-4A58-49B3-8819-C0A4FDB58E00

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი გაეროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის ორგანიზაციასთან ერთად მუშაობს პროექტზე, რომ საქართველოში ვადის ამოწურვასთან მიახლოებულ, მაგრამ ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო პროდუქტი გაჭირვებულ მოსახლეობამდე მივიდეს. სპეციალურად ამ მიზნით სურსათის ბანკის შექმნა იგეგმება. ამისთვის მნიშვნელოვანია საქველმოქმედო მიზნით ან დონაციით ვადაგასული სურსათის გადაცემა არ დაიბეგროს, რა მიმართულებითაც კანონმდებლობა შეიცვლება.

2022 წლის ბოლოს საქართველოს ექნება გამართული საკანონმდებლო ჩარჩო, რაც ბიზნესს საშუალებას მისცემს, განახორციელოს იმ პროდუქტის დონაცია, რომლის გაყიდვა, შენახვის ვადიდან გამომდინარე, შესაძლებელი არ არის, მაგრამ ადამიანისთვის უსაფრთხოა.

,,აგრარულ საკითხთა კომიტეტი აქტიურად მუშაობს, რომ მოხდეს სურსათის მარაგების სწორი მართვა და განაწილება. სურსათის ბანკის შექმნა არის მისი ერთ-ერთი კომპონენტი. ჯერჯერობით მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, როგორ უნდა დალაგდეს იმგვარად, რომ სუპერმარკეტების და სარესტორნო მიმართულების კომპანიებს ჰქონდეთ ინტერესი და სურვილი, ამ ინიციატივაში სწორად ჩაერთონ. გაეროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის ორგანიზაციასთან ერთად, გავაკეთეთ კვლევა, რას გულისხმობს სიახლე და რა რაოდენობის სურსათი რჩება მოხმარების მიღმა, რომელიც მართვას საჭიროებს. ეს მნიშვნელოვანია, რათა საკვები ხელმისაწვდომი იყოს ადამიანებისთვის, ვისაც ამის საჭიროება აქვს. გარდა ამისა, იგი ბიზნესისთვისაც საინტერესო უნდა იყოს. საქართველოს კანონმდებლობაში არსებობდა ჩანაწერი, რომ საქველმოქმედო მიზნით ან დონაციით გადაცემაც ჩვეულებრივ იბეგრებოდა. შესაბამისად, კანონმდებლობის დონეზე მოხდება ცვლილება. გვინდა მხარი დავუჭიროთ ბიზნესს და მოსახლეობასაც გავუზარდოთ წვდომა სურსათზე, რასაც ეს ინიციატივა ემსახურება“, – აცხადებს ხატია წილოსანი.

მისი ინფორმაციით, სურსათის ბანკი ძირითადად რესტორნებთან, სასტუმროებსა და სუპერმარკეტებთან ითანამშრომლებს, რომლებიც წინასწარ განსაზღვრული ნუსხის მიხედვით, უვნებელ პროდუქტებს მიაწვდიან ბანკს. პირველადი დოკუმენტის მიხედვით, სურსათის ბანკის მენეჯმენტს არა სახელმწიფო, არამედ საქველმოქმედო ორგანიზაციები განახორციელებენ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი