close
კოლოგია

მალე Coca-Cola პლასტმასის ნაცვლად ქაღალდის ბოთლებს გამოიყენებს

Coke-for-web

როგორც ვიცით, პლასტმასი ჩვენი პლანეტისთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა, ბევრმა კომპანიამ გამოწვევის საპასუხოდ თავიანთ პროდუქციაში ცვლილებები შეიტანა და ალტერნატიული შეფუთვა მოძებნა. როგორც ჩანს, გამონაკლისი არც Coca-Cola იქნება, რადგან კომპანიამ გადაწყვიტა პლასტმასის ნაცვლად მდგრადი ქაღალდის ბოთლი გამოუშვას. ყოველწლიურად Coca-Cola იყენებს 3 მილიონ ტონაზე მეტ პლასტმასის შეფუთვას, რომლის საკმაოდ დიდი ნაწილი არ გადამუშავდება.
ბოთლის პროტოტიპი დაამზადა დანიურმა კომპანია Paboco-მ(Paper Bottle Company). 2021 წლის ზაფხულს იგეგმება უნგრეთში Coca-Cola-ს პირველი ქაღალდის ბოთლის შემოწმება. თავდაპირველად კომპანია მხოლოდ 200 000 ბოთლის ჩაშვებას გეგმავს, რომლითაც გაიყიდება სასმელი, სახელწოდებით Adez, რათა შეამოწმონ ქაღალდის ბოთლი რეალურ სამყაროში და მოსახლეობის დამოკიდებულება.
Coca-Cola-ს ბოთლის ვიზუალურ მხარეზე ბევრი კითხვა გაჩნდა, თუმცა ამ დროისთვის ინფორმაცია უცნობია, თანაც პროდუქტის ოფიციალურ ჩაშვებამდე დიდი დროა, რადგან ვარაუდობენ, რომ ექსპერიმენტს რამდენიმე წელი დასჭირდება.
კომპანია ოფიციალურ საიტზე წერს: “წარმოიდგინეთ, რომ თქვენს მაღაზიაში ერთ დღეს გაქრა პლასტმასის შეფუთვა და საბოლოოდ, ყველა მინის ბოთლი და ლითონის კონსერვები, რომ ყველა შეფუთვა დამზადებულია განახლებადი მასალისგან, რომელთა გადამუშავება ან ბუნებაში დაბრუნება შესაძლებელია ზიანის მიყენების გარეშე.”

წყარო: Fastcompany
მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი