close
ედიცინა

მალე კიბოს მკვლელი ვირუსით ადამიანს უმკურნალებენ

E13996EB-9187-41C5-8A5A-02B721F082EA

იმისათვის, რომ ადამიანის კიბოსგან სრულად განკურნება შეძლონ, თანამედროვე მეცნიერებაში მრავალ გზას მიმართავენ, იქნება ეს წამლები თუ ინოვაციური მექანიზმები. ონკოლიზურის მკვლელი ვირუსი კი ამ კატეგორიას განეკუთვნება. „იმედის ქალაქი“, კიბოს მკურნალობისა და კვლევის ერთ-ერთი უდიდესი ორგანიზაცია აშშ-ში, უკვე იმასაც აცხადებს, რომ სიმსივნეების საწინააღმდეგოდ კლინიკური ცდის პირველი ფაზა დაიწყო და ამისთვის, იგი მოდიფიცირებულ ვირუსს გამოიყენებს.

კონკრეტული ტექნოლოგია კიბოს საწინააღმდეგოდ სხეულის იმუნურ სისტემას გამოიყენებს. თუმცა მისი არსებობა ადამიანის ორგანიზმში უკვე იმის ნიშანია, რომ იმუნურმა სისტემამ საფრთხე ვერ შეამჩნია… სწორედ ამიტომ, მკვლევრები მიზნად  ისეთი ვირუსის გამოყენებას ისახავენ, რომელიც ფრაგმენტებს აწარმოებს. ეს ფრაგმენტები კი, თავის მხრივ, კიბოს უჯრედებს მონიშნავს, რაც იმუნური სისტემისთვის წითელი დროშის ფუნქციას ასრულებს და მას სიმსივნესთან ბრძოლისკენ უბიძგებს.

კვლევისას გამოყენებული მკურნალობის მეთოდი ავსტრალიურმა კომპანია Imugene-მა შეიმუშავა და მას CF-33-hNIS-ს ან უბრალოდ Vaxinia-ს უწოდებენ. საინტერესოა ისიც, რომ ლაბორატორიულ კვლევებსა და ცხოველთა მოდელებში იგი წარმატებული მსხვილი ნაწლავის, ფილტვის, სარძევე ჯირკვლის, საკვერცხისა და პანკრეასის სიმსივნეების შემთხვევაში იყო. პირველივე ფაზაში კი მის ეფექტურობას 100 ადამიანზეც გამოცდიან…

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი