close
სოფლიოოლიტიკა

მალაიზიაში ე.წ ყალბი ახალი ამბების გავრცელებისთვის 10 წლამდე პატიმრობა შეეფარდებათ

მალაიზია ყალბი ამბები

მალაიზიის პრემიერ-მინისტრ ნაჯიბ რაზაკის ინიციატივით, ქვეყნის ხელისუფლებამ პარლამენტში ახალი კანონმდებლობა წარადგინა, რომლის მიხედვით, ე.წ ყალბი ახალი ამბების შემქნელი და გამავრცელებელი კანონით დაისჯება: დაეკისრება საკმაოდ დიდი ჯარიმა (დაახლოებით 130 000 $ ) ან შეეფარდება 10 წლამდე პატიმრობა. კენჭისყრა შემდეგ კვირასაა დაგეგემილი.
„წარმოდგენილი კანონპროექტი მიზნად ისახავს საჯარო სივრცისა და საზოგადოების დაცვას პროპაგანდისა და დეზინფორმაციისაგან, ამავე დროს, ეს უნდა გაკეთდეს ისე, რომ არ შეიზღუდოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რომელიც ფედერალური კონსტიტუციით იქნება დაცული“- ნათქვამია ხელისუფლების ოფიციალურ განცხადებაში.
მალაიზიის ხელისუფლებამ „ყალბი ახალი ამბები“ განმარტა, როგორც „ახალი ამბავი, ინფორმაცია, მონაცემი, ანგარიში, რომელიც სანახევროდ ან სრულიად მცდარია, მათ შორის, ვიდეოვიზუალები და აუდიოჩანაწერები.“ კანონი შეეხება არა მხოლოდ მალაიზიის მოქალაქეებს, არამედ უცხოელებსაც, თუკი მათი ქმედება რაიმე სახის ზიანს მოუტანს მალაიზიელებს. პროექტის ინიციატორები იმედს გამოთქვამენ, რომ კანონი ხელს შეუწყობს სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდას და მოქალაქეებს ასწავლის სიფრთხილეს ინფორმაციის გაზიარებისას.
კანონპროექტს ჰყავს მოწინააღმდეგეებიც, რომელთა აზრით, აღნიშნული, ხელსუფლებას კიდევ უფრო მეტ საშუალებას მისცემს მედია და სხვა საინფორმაციო წყაროები აკონტროლოს.
„ყალბი ახალი ამბების“, როგორც ტერმინის პოპულარიზაცია, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დამსახურებაა, რომელსაც ის ხშირად იყენებდა კრიტიკის საპასუხოდ და პოლიტიკის გასამართლებლად.
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, მათ შორის სინგაპურსა და ფილიპინებშიც მალაიზიის მსგავსი ტენდენცია შეინიშნება. ე.წ ყალბი ახალი ამბების საწინააღმდეგო კანონპროექტზე იქაც აქტიურად მუშაობენ.

წყარო: Reuters
მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2