close
ატეგორიის გარეშე

ლაშა ტალახაძემ მსოფლიო რეკორდი დაამყარა

lasha-talaxadze

ქართველმა ძალოსანმა ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი მოიპოვა და მორიგი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ლაშა ტალახაძემ ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 218 კგ აიტაცა.

ბათუმში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების კაპიტანი ვერცხლის პრიზიორი გახდა. ირაკლი თურმანიძემ პირველ ცდაზე ატაცში 195 კგ დაძლია.

მეორე და მესამე მისვლაზე კაპიტანმა 201 და 206 კგ დაძლია და ატაცში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

მედლებისთვის ბრძოლაში საქართველოს ნაკრებიდან დღეს პირველი ირაკლი ჩხეიძე ჩაერთო და აკვრაში ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

კომენტარი

admin2

The author admin2