close
კონომიკა

ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა

lari

ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 14,1%-დან 15,1%-მდე გაიზარდა. ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის სექტემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ლარში გაცემულ სესხებზე წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი გაზრდილია.

სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ცვლილება ყველაზე მეტად ფიზიკური პირებისთვის ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებს შეეხო.

კერძოდ, სექტემბრის მონაცემებით, ფიზიკური პირების სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 18,4%-ს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 17,3%-ს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი