close
ვლევებიედიცინა

კოსტა -რიკაში კორონავირუსის სამკურნალოდ ცხენებს გამოიყენებენ

5656

კოსტარიკელი მეცნიერები კორონავირუსის მკურნალობის ახალ მეთოდზე კლინიკური ცდების დაწყებას აპირებენ, რომელიც ცხენებიდან ამოღებული ანტისხეულებით კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების განკურნებას ითვალისწინებს.

კოსტა- რიკას Clodomiro Picado Institute-ის (ICP) მეცნიერებმა ცხენებში კოვიდ 19-ის გამომწვევი SARS-Cov-2 ვირუსი შეიყვანეს.

რამდენიმე კვირის შემდეგ, როდესაც ცხოველებმა შეიმუშავეს საკმარისი ანტისხეულები, მკვლევარებმა მათ სისხლი აუღეს და პლაზმიდან ამოღებული ანტისხეულები, გამოიყენეს როგორც ნედლეული საინექციო შრატისთვის.

ცხენებიდან ამოღებული ანტისხეულებით  მკურნალობის გამოცდას მედიკოსები 26 პაციენტზე სექტემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყებენ. იმ შემთხვევაში კი, თუკი ცდები წარმატებული აღმოჩნდება, მკურნალობის ამ მეთოდს საავადმყოფოებში უფრო ფართოდ გამოიყენებენ.

„ამას საკუთარი რესურსებით ვაკეთებთ, სხვა ქვეყნებისთვის კონკურენციის გაწევის გარეშე,“- აცხადებენ კვლევის ავტორები.

აღსანიშნავია, რომ კოვიდინფიცირებული პაციენტების მკურნალობისთვის ანალოგიური მეთოდის გამოყენებას ცდილობენ არგენტინასა და ბრაზილიაშიც. ბელგიელი მკვლევარები კი ლამებს იყენებენ.

https://www.reuters.com/

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი