close
ვლევებისოფლიო

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბავშვებში გამოყენება, შესაძლოა, პირველ ეტაპზე რეკომენდირებული არ იყოს

7457547

აშშ-ის დაავადებების კონტროლისა და პრევენციის ცენტრი აცხადებს, რომ როდესაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება, მისი ბავშვებში გამოყენება,  შესაძლოა, პირველ ეტაპზე რეკომენდირებული არ იყოს.

დაავადებების კონტროლისა და პრევენციის ცენტრი განმარტავს, რომ ფარმაცევტული კომპანიების უმეტესობა, რომლებიც კორონავირუსის პოტენციურ ვაქცინაზე მუშაობენ, ცდებს მხოლოდ არაორსულ და ჯანმრთელ ადამიანებზე ატარებენ, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როდის ექნებათ მკვლევარებს საკმარისი მონაცემები იმისთვის, რომ ვაქცინის ამ ჯგუფში შემავალი ადამიანებში გამოყენების რეკომენდაცია გასცენ.

ზოგადად, ორსულები და ბავშვები კლინიკური ცდებში ბოლო ეტაპზე ერთვებიან, მანამდე კი მეცნიერები უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს აფასებენ.

აშშ-ის მეცნიერებათა, ინჟინერიისა და მედიცინის ეროვნულმა აკადემიამ გასულ თვეში გამოაქვეყნა რეკომენდაცია აშშ-ში კორონავირუსის ვაქცინის განაწილების  წესების შესახებ, რომელიც ვაქცინის რამდენიმე ფაზად გავრცელებას ითვალისწინებს. პირველ რიგში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, ასაკოვანი და თანმხლები დაავადების მქონე პირები უნდა აიცრან, შემდეგ ეტაპზე ვაქცინაცია მასწავლებლებს, უსახლკაროთა თავშესაფრებში მცხოვრებ პირებსა და პატიმრებს უნდა ჩაუტარდეს, ბოლოს კი ბავშვები და ახალგაზრდები უნდა აიცრან.

ცნობისათვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგოდ დაახლოებით 40 ვაქცინაა, რომლებიც კლინიკური ტესტირების სხვადასხვა ეტაპზეა,  მათგან კი 10 კვლევის ბოლო ფაზაშია.

წყარო :  cnbc.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი