close
კონომიკა

კორონავირუსის გამო გლობალურმა ეკონომიკამ, შესაძლოა, 2,7 ტრილიონი დოლარი იზარალოს

1418219823_xatia-surati

ახალი კორონავირუსი, რომელიც ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში დაიწყო და მთელს მსოფლიოში გავრცელდა, გლობალურ ეკონომიკას, 2,7 ტრილიონი აშშ დოლარი დაუჯდეს, – ამის შესახებ „Bloomberg“-ში გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული.
გამოცემა განიხილავს ოთხ შესაძლო სცენარს, თუ რა ზეგავლენა შეიძლება კორონავირუსის გავრცელებამ ჩინეთსა და ზოგადად, გლობალურ ეკონომიკაზე მოახდინოს.
პირველი სცენარი:
დანარჩენი მსოფლიოსთვის ჩინეთი მოთხოვნისა და მიწოდების მთავარი წყაროა. ის სამრეწველო კომპონენტების უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში. შესაბამისად, როდესაც ჩინეთის ქარხნები იხურება, მოწყობილობები, რომლებიც აუცილებელია სხვადასხვა საქონლის დასამზადებლად, დაწყებული Apple-ის აიფონებიდან დამთავრებული სამშენებლო მანქანა დანადგარებით, ძნელი საშოვნელი ხდება.
თუკი ჩინეთი სწრაფად მოახერხებს კორონავირუსის გავრცელების გაკონტროლებას და წლის მეორე კვარტალში ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება, დანარჩენი მსოფლიოს ეკონომიკაზე უარყოფითი შედეგების შეჩერება შესაძლებელი გახდება.
ეს კი რეალურად შესაძლებელია, Made-in-China.com-ს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, რომელიც ჩინელი მიმწოდებლებისა და გლობალური მყიდველების დამაკავშირებელი ერთ-ერთი მთავარი პლატფორმაა, საწარმოო ფირმების 80-მა პროცენტმა მუშაობა განაახლა და აპრილის ბოლოსთვის, წარმოებული პროდუქტის მოცულობა ჩვეულ მაჩვენებელს დაუბრუნდება.
თუკი ეს მოხდება, ის დიდი შოკი, რომელიც პირველ ნახევარში გაჩნდა, მეორე ნახევარში გამოსწორდება და მსოფლიოს მთელი წლის მთლიან შიდა პროდუქტზე არსებით ზეგავლენას ვერ მოახდენს.

მეორე სცენარი
რა მოხდება თუკი პრობლემა გაუარესდება? იმ შემთხვევაშიც კი როდესაც ქარხნები მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდებიან, არ ნიშნავს, რომ ამით ყველა პრობლემა გადაიჭრება. ბევრ მათგანს საკმარისი ინვენტარი არ აქვს და მიწოდების ჯაჭვი დაბრკოლებებს უქმნის წარმოების მოცულობას.
სტატიაში აღნიშნულია, რომ თუკი მოვლენები მეორე სცენარის მიხედვით განვითარდება, დარტმა მიადგება არა მხოლოდ ჩინეთის, არამედ ისეთი დიდი ქვენების ეკონომიკებსაც, როგორებიცაა სამხრეთ კორეა, იტალია, იაპონია, საფრანგეთი და გერმანია. „ჩვენი გათვლებით, გლობალური ეკონომიკური ზრდა 2020 წელს 2,3 პროცენტამდე შემცირდება, თუმცა, ვირუსის გავრცელებამდე ექსპერტები 3.1 პროცენტიან ზრდას ვარაუდობდნენ,“- აღნიშნულია სტატიაში.

მესამე სცენარი
ამ სცენარის მიხედვით, ახალი კორონავირუსის გავრცელება და მასთან გასამკლავებლად გატარებული ღონისძიებები დარტყმას მიაყენებს მსოფლიოს ათ უდიდეს ეკონომიკას : სამხრეთ კორეას, იტალიას, იაპონიას, საფრანგეთს, გერმანიას, აშშ-ს, ინდოეთს, დიდ ბრიტანეთს, კანადასა და ბრაზილიას. რის შედეგადაც გლობალური ეკონომიკა მიმდინარე წელს 1,2 %-მდე შემცირდება. ევროზონასა და იაპონიაში რეცესია მოხდება. აშშ-ის ეკონომიკა კი 0.5%-მდე შემცირდება.

მეოთხე სცენარი
ამ სცენარში მოვლენებ დანარჩენ სამზე გაცილებით ცუდად ვითარდება. სტატიაში აღნიშნულია, რომ იმ შემთხვევაში, თუკი კორონავირუსი გლობალურ პანდემიად იქცევა, ეკონომიკური ზრდა ნულ პროცენტამდე დაეცემა, ეკონომიკური ზრდა შეფერხდება აშშ-ში, ევროზონასა და იაპონიაში. ჩინეთში ეკონომიკა მხოლოდ 3,5 პროცენტით გაიზრდება, რა 1980 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
„Bloomberg“-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ მოვლენების აღნიშნული სცენარით განვითარების შემთხვევაში გლობალური ეკონომიკის ზარალ 2,7 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწევს.

 

წყარო : Bloomberg

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2