close
კოლოგია

კლიმატური შოკების გამო აფრიკაში 33 მილიონი ადამიანი საკვების უკმარისობის საშიშ ზღვარზეა

shutterstock_83490715

პოლიტიკური ლიდერები და კლიმატის საკითხში დიპლომატები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და სპეციალისტები მადრიდში ორი კვირის განმავლობაში კლიმატის ცვლილების საკითხებზე იმსჯელებენ. კონფერენცია COP25 ჩილეში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ მთავრობამ, ქვეყანაში მიმდინარე არეულობის გამო, ის გააუქმა. მასპინძლობის სურვილი კი მადრიდმა გამოთქვა. ვარაუდობენ, რომ ორი კვირის განმავლობაში კონფერენციას 29 ათასამდე დელეგატი დაესწრება. ამის შესახებ BBC წერს.

კონფერენციამდე ცოტა ხნით ადრე, გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ მსოფლიომ ბუნებასთან ომი უნდა შეწყვიტოს და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლისთვის პოლიტიკური ნება გამოიჩინოს.

არასამთავრობო ორგანიზაცია Save the Children-ის განცხადებით, კლიმატური შოკების გამო აფრიკაში 33 მილიონი ადამიანი საკვების უკმარისობის მხრივ საგანგებო ზღვარზეა.

კონფერენციაზე მსოფლიოს 50-მდე პოლიტიკურ ლიდერს ელოდებიან, თუმცა მათ შორის არ იქნება აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

კონფერენცია 2 დეკემბერს იხსნება და 13 დეკემბრამდე გაგრძელდება.

26 ნოემბერს გაერომ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ სახელმწიფოები კლიმატის დასაცავად საკმარის ზომებს არ იღებენ. უფრო ვრცლად კლიმატის ცვლილების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ბმულზე.

სექტემბერში, ნიუ-იორკში გაეროს ეგიდით ჩატარებულ კლიმატურ სამიტზე 66 სახელმწიფო ატმოსფეროში CO2-ის შემცირებაზე შეთანხმდა. თუმცა გაეროს ბოლო ანგარიშის თანახმად, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ყველა ნაკისრი ვალდებულების შესრულების შემთხვევაშიც კი, 2100 წლისთვის პლანეტაზე ტემპერატურა გაიზრდება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2

კომენტარის დაწერა