close
ვლევებიედიცინა

კვლევა – „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შედეგად წარმოქმნილი ანტისხეულები დედის რძეში გადადის

121324

ამერიკელი მეცნიერების მიერ ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, Pfizer –BioNTech-ისა და  Moderna-ს ვაქცინებით წარმოქმნილი „კოვიდ 19“-ის ანტისხეულები დედის რძეში გადადის, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, რამდენხანს რჩება ანტისხეულები იქ.

ექვსმა ქალმა, რომლებსაც ახალშობილები ძუძუთ კვებაზე ჰყავდათ და რომლებიც Pfizer/BioNTech-ის ან Moderna-ს ვაქცინის ორივე დოზის გაკეთებას აპირებდნენ, მეცნიერებს ვაქცინაციამდე და ვაქცინაციის შემდეგ თავიანთი რძის ნიმუშები გადასცეს. ბოლო ნიმუში ვაქცინის მეორე დოზის გაკეთებიდან ორ კვირაში აიღეს. არცერთი აღნიშნული ქალი კორონავირუსით არ დაინფიცირებულა, ვაქცინის პირველი დოზის გაკეთებიდან ერთ კვირაში ყველა მათგანის რძეში ანტისხეულები აღმოჩნდა. მოგვიანებით ანტისხეულების დონე შემცირდა, მეორე დოზის გაკეთების შემდეგ კი მკვეთრად გაიზარდა.

აღმოჩნდა, რომ ორივე ვაქცინა თანაბრად ეფექტური იყო ანტისხეულების წარმოქმნის კუთხით.

კვლევის ავტორების განმარტებით, დედის რძეში ანტისხეულების საპასუხო რეაქციის ხანგრძლივობის, ისევე როგორც ახალშობილთა იმუნიტეტის სიძლიერისა და ხანგრძლივობის დასადგენად დამატებითი კვლევის ჩატარებაა საჭირო.

აღსანიშნავია, რომ კვლევა ონლაინ საიტ medRxiv-ზე გამოქვეყნდა და მისი განხილვა ან სამედიცინო ჟურნალში დაბეჭდვა ჯერჯერობით არ განხორციელებულა.

წყარო : reuters.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი