close
ს საინტერესოა

ინფიცირებული წაულებიდან კორონავირუსი ადამიანებში მუტირებული ფორმით გადავიდა, შეუშლის თუ არა ეს ხელს კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას?

6546

დანიის მთავრობამ რამდენიმე დღის წინ სენსაციური განცხადება გააკეთა – ქვეყანა 17 მილიონი წაულას დახოცვას აპირებს. ამის მიზეზი დანიაში წაულების ფერმებში ცხოველიდან ადამიანზე კორონავირუსის გადაცემის ფაქტების დაფიქსირებაა. სამეცნიერო წრეებში შეშფოთება იმ ფაქტმა გამოიწვი, რომ წაულებიდან ადამიანებზე კორონავირუსი მუტირებული ფორმით გადავიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ გზით 200-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, წაულები კი მანამდე ფერმების დაინფიცირებული თანამშრომლებისგან დაავადდნენ.

კოპენჰაგენის Statens Serum Institute- ის მეცნიერები პირველები იყვნენ, რომლებმაც წაულების კორონავირუსის შტამში მუტაციის აღმოჩენის გამო განგაში ატეხეს.

”მუტაცია მუდმივად ხდება, მაგრამ ზოგჯერ ეს მუტაციები ხდება სპაიკ- ცილაში, კორონავირუსის სპაიკ- ცილა კორონავირუსის პოტენციური ვაქცინების სამიზნეა, რომლებზეც ჯერ კიდევ მუშაობენ, ასე რომ, ავღელდით მას შემდეგ, რაც დავინახეთ მუტაციები, რომლებიც ცვლის ამინომჟავებს და ამ ცილის ფორმას”, – განაცხადა Statens Serum Institute- ის პროფესორმა, ვირუსის კვლევის განყოფილების ხელმძღვანელმა ანდერს ფომსგარდიმ.

მეცნიერები შიშობენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულმა ამ ცხოველმა შესაძლოა კორონავირუსის ვაქცინის შექმნას შეუშალოს ხელი.

აღსანიშნავია, რომ წაულებში კორონავირუსის მუტაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო დიდმა ბრიტანეთმა მისი მოქალაქეობის არმქონე პირებს დანიიდან ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

დანია, რომელიც წაულის ბეწვის უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში, ერთადერთი ქვეყანა არაა, სადაც წაულების ფერმაში კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა. ინფიცირების ფაქტები დადასტურდა ესპანეთში, შვედეთში, იტალიასა და აშშ-ში.

აშშ-ის სოფლის მეურნეობის სექტორის ოფიციალური წარმომადგენლების ინფორმაციით, ქვეყანაში აგვისტოს შემდეგ კორონავირუსისგან 15 000-ზე მეტი წაულა დაიხოცა.

აშშ-ის იმ შტატებში, სადაც წაულების კოვიდ 19-ით დაინფიცირების ფაქტები გამოვლინდა, აცხადებენ, რომ ისინი ცხოველების დახოცვას არ აპირებენ, ამ ეტაპზე მხოლოდ წაულების ფერმებში კარანტინის გამოცხადებით შემოიფარგლებიან და დანიაში არსებულ სიტუაციას აკვირდებიან.

წყარო : bbc.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი