close
კატეგორიის გარეშე

ინდოეთის სანაპიროები უცნაურმა თეთრმა ქაფმა დაფარა, მედიკოსები მოსახლეობას სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებენ

ინდოეთის ქალაქ ჩენაის პლაჟები საშიშმა თეთრმა ქაფმა დაფარა, რაც, გარემოს დამცველთა თქმით, დაბინძურების ახალ საშიშროებას ქმნის.
მედიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ, სანაპიროებზე გასვლისგან თავი შეიკავონ, ვინაიდან უცნაურმა ქაფმა, შესაძლოა, კანის პრობლემები გამოიწვიოს. ისინი მშობლებს მოუწოდებენ, ბავშვები ზღვის სანაპიროებზე არ გაუშვან.
თამილ ნადუს შტატის დაბინძურების კონტროლის საბჭოს განცხადებით, მათ ქაფის ნიმუშები ანალიზისთვის უკვე აიღეს.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ უცნაური ქაფის წარმოქმნა ბოლო დღეების ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია, რომელმაც ზღვაში დაუმუშავებელი ნარჩენები და ფოსფატი ჩაიტანა. ზოგიერთი მათგანი თვლის, რომ ქაფი სხვა ნარჩენებთან შერეული სარეცხი საშუალებებისგან წარმოიქმნა. მათი თქმით, ჩენაისა და სხვა დიდ ქალაქებში ნარჩენების მხოლოდ 40 პროცენტის გადამუშავება ხდება.
ხელისუფლება შიშობს, 2017 წლის ინციდენტი არ განმეორდეს, როდესაც მსგავსი ინციდენტის შედეგად წელიწადის ამავე პერიოდში ათასობით თევზი დაიხოცა.
ტამილ ნადუ ინდოეთის ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული ცენტრია, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ვიზიტორი სტუმრობს. მარინას სანაპირო კი, რომელიც შტატის ქალაქ ჩენაიში მდებაროებს, ერთ-ერთი ყველაზე გრძელი სანაპიროა მთელს მსოფლიოში.

წყარო : sciencealert.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response