close
იზნეს პერსონა

თემურ ჭყონია: პური ქვეყნის გადარჩენის სიმბოლოდ აქციეს – ეს კატასტროფაა

20210103182926

ბიზნესმენი თემურ ჭყონია სახელმწიფოს მიერ სხვადასხვა დარგის სუბსიდირების მიზანშეწონილობაზე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრობს. მისი განმარტებით, ღარიბ ქვეყანაში სუბსიდირება არ უნდა ხდებოდეს.

მისი განცხადებით, როდესაც საუბარია შეღავათებზე, ეს არის ძველი და ჩამორჩენილი აზროვნების შედეგი.

„ისეთ ღარიბ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სუბსიდირება და შეღავათი არ უნდა ხდებოდეს. ჩვენ უნდა გვქონდეს სწორი, მკაცრი ფორმულირება ყველაფერზე და არა მლიქვნელური, სუბსიდირება უნდა მოეხდინათ ფასების ზრდის დროს და არა ერთეულებზე,“-აცხადებს ჭყონია.

ბიზნესმენი მთავრობის მიერ პირველი ხარისხის ფქვილის სუბსიდირების საკითხს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მთავრობას ამ მხრივ არასწორი პოლიტიკა აქვს.

„პური აქციეს გადარჩენის სიმბოლოდ. ოღონდ პური არ გაძვირდეს – ეს სიღარიბის მაჩვენებელია. პური ყოფილა გადამწყვეტი, ერთადერთი პროდუქტი ადამიანის ჯანმრთელობის, ენერგიის, გამრავლების. სიჯანსაღის სიმბოლო ყოფილა. პური თუ გაქვს მრავლდები, ჯანმრთელი ხარ, ბედნიერი ხარ, ცოლი მოგყავს, ქორწილებს იხდი. პური გახადეს ქვეყნის სიმბოლოდ. ამხელა აგიტაცია მიდის, რომ მთავარია პური არ გაძვირდეს. რა არის ეს, რა მიდგომაა? კარაქი არ შეიძლება პურს ხანდახან გადავუსვათ? ან თაფლი, ან ყველი და პური რომ იყოს ერთად არ შეიძლება? პურს არაფერი სჭირდება? ეს არის კატასტროფა, როდესაც სახელმწიფოს უზარმაზარი მახინა, სადაც ეკონომისტები არიან, ფიქრობენ იმაზე, რომ პური არ გაძვირდეს. პური გახადეს სიმბოლო ჩვენი ქვეყნის გადარჩენის,“ – აცხადებს ჭყონია.

შეგახსნებეთ, 2020 წლის ბოლოსთვის მთავრობამ პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირება დაიწყო. პროგრამა 4 თვის განმავლობაში, 31 მარტამდე გაგრძელდება. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ეს ნიშნავს იმას, რომ პურზე ფასი არ გაიზრდება. შემდგომი გადაწყვეტილების მიღება კი გლობალურ ბაზრებზე ხორბლის ფასების დაკვირვების შედეგად იქნება მიღებული.

პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირების ბიუჯეტი ათი მილიონი ლარია.პროგრამისთვის თვეში დაახლოებით 2-2.5 მლნ ლარი დაიხარჯება.

business-partner.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი