close
აქართველო

ეპიდემიები საქართველოში, ანუ რა გამოწვევების წინაშე ვმდგარვართ აქამდე

92174841_273393823689656_5831095420662579200_n

რამდენიმე თვის წინ სამყარო განსხვავებული რეალობის წინაშე აღმოჩნდა. ფაქტობრივად, სრულიად ახალი ვირუსისგან გამოწვეულმა პანდემიამ მსოფლიო ახალ წესრიგზე გადაიყვანა, რომელსაც ცოტა ხნის წინ ალბათ ვერც წარმოვიდგენდით. თანაც, იმდენად სწრაფად განვითარდა მოვლენები, ახალ ცხოვრებასთან შეგუების და გადაწყობის ფაზა ერთგვარად გამოვტოვეთ. ალბათ, სწორედ ამიტომ გახდა ბევრი ადამიანისთვის ეს მდგომარეობა ზედმეტად დამთრგუნველი და სტრესული. ყოველდღიურად მოწოდებული ნეგატიური ინფორმაციები ჩვენს ტვინს უბიძგებს, რომ ამ ყველაფრის დაუსრულებლობაზე და ზოგადად ცუდზე იფიქროს. თუმცა, გეტყვით და ალბათ თქვენც იცით, რომ პანდემიები ამ სამყაროსთვის ახალი სულაც არაა და მსგავსი სიტუაციებიდან ბევრჯერ “გამომძვრალა” კაცობრიობა.

მეტიც, პანდემიების შესახებ თეორიაც კი არსებობს, რომ ის მსოფლიოში ყოველ ას წელიწადში ვრცელდება – მაგალითად 1720 წელს მარსელის ჭირი იყო გავრცელებული, 1820 წელს – ქოლერა, 1920 წელს კი – ესპანური გრიპი. საინტერესოა, რომ 2020 წელსაც მსგავსი მოცემულობის წინაშე აღმოვჩნდით.

თუმცა ახლა, მსოფლიო მასშტაბიდან ორიენტირი საქართველოზე გადმოვიტანოთ. აუცილებლად უნდა გავიხსენოთ 1772 წელი, როცა საქართველოში შავი ჭირის ეპიდემია მძვინვარებდა. სწორედ ამ დროს ერეკლე მეფემ აცრის ბრძანება გასცა, თანაც ისე, რომ პირველი მისი შვილი აცრეს, რათა სხვებს ერწმუნათ, რომ აცრა საშიში არ იყო. აცრა ხომ იმ დროის საქართველოსთვის დაავადების პრევენციის არც ისე ნაცნობი საშუალება იყო. სწორედ ამიტომ, დღესდღეობით საქართველოში აცრების ერთ-ერთ ფუძემდებლად სწორედ ერეკლეს მოიაზრებენ.

როგორც ვხედავთ, დაავადების რისკის შესამცირებლად დღევანდელ პერიოდში ძალიან ბევრი ოჯახი წავიდა სოფელში. მსგავსადვე მოიქცნენ 1811 წელს ქალაქად მცხოვრები ოჯახებიც, როცა თბილისში კვლავაც შავი ჭირი გავრცელდა. ისინი სოფლად გახიზნენ, საკვები მოიმარაგეს და საგულდაგულოდ ჩაკეტეს ჭიშკრები. “თვითიზოლაცია” ჩვენთვის ნამდვილად ახალი სიტყვაა, მაშინ, როცა ამ ხერხს და ზოგადად დისტანცირებას 1800-იან წლებში მცხოვრები ადამიანები ამგვარ პერიოდებში აქტიურად მიმართავდნენ.

შავი ჭირიდან რამდენიმე ათწლეულის გასვლის შემდეგ კი, კერძოდ 1892 წელს, საქართველოში ქოლერამ იჩინა თავი. ის ირანიდან გავრცელდა და საქართველოს მეზობელ ქვეყნებს აქტიურად მოედო. საბედნიეროდ, ამ დაავადებამ ჩვენს ქვეყანაში მალევე გადაიარა, რადგანაც მოსახლეობას ქოლერის საწინააღმდეგო აცრა ჩაუტარდა. ამ პერიოდში დაავადების შესახებ ცნობებს აქტიურად ავრცელებდა გაზეთი “ივერია”.

ყველაზე მძაფრად ეპიდემიების ხანა საქართველომ 1919-1920 წლებში გამოცადა. ყველაზე მეტად კი ეს თბილისში იგრძნობოდა, რაც გამოწვეული იყო აქ არსებული მძი­მე ეკო­ნო­მი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბით, ანტისანიტარიით, მე­დი­კა­მენ­ტე­ბის დე­ფი­ცი­ტით, მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი სა­ყო­ფაცხოვ­რე­ბო პი­რო­ბე­ბი­თა და დევ­ნილ­თა უწყ­ვე­ტი ნა­კა­დით. სწორედ ამ ყველაფრის ფონზე თბილისში ტიფი გავრცელდა, რომელიც 2 თვის განმავლობაში მძვინვარებდა. ტიფის ეპიდემია საქართველომ რამდენიმე ასეული მსხვერპლით გადაიტანა.

ეს პერიოდი ჯერ კიდევ არ ჰქონდა მონელებული ქვეყანას, როცა 1920 წელს საქართველოს მოსახლეობას კვლავ ქოლერა დაატყდა თავს.

“ა­ვად გახ­დ­ნენ სა­ა­ვად­მ­ყო­ფოს ექი­მე­ბი: უფ­რო­სი ორ­დი­ნა­ტო­რი ექი­მი ცი­ციშ­ვი­ლი, ექი­მი სლუც­კაია და კი­დევ რამ­დე­ნი­მე მო­სამ­სა­ხუ­რე. ტფი­ლის­ში ხო­ლე­რა გაჩ­ნ­და. რას აკე­თებს ქა­ლა­ქის სა­ნი­ტა­რუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია ამ სა­ში­ნე­ლი ეპი­დე­მი­ის ხა­ნა­ში? კა­ნო­ნის ძა­ლით, ავად­მ­ყო­ფი იმ წამ­ს­ვე უნ­და იქ­ნას წაყ­ვა­ნი­ლი სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში, რო­გორც კი აც­ნო­ბე­ბენ ქა­ლა­ქის სა­ნი­ტა­რულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას. ნამ­დ­ვი­ლად კი 4-5 დღე გა­დის შეტყო­ბი­ნე­ბის შემ­დეგ ავად­მ­ყო­ფის წაყ­ვა­ნამ­დის, რაც ხელს უწყობს სე­ნის გავ­რ­ცე­ლე­ბას,” – გაზეთი “ერთობა”.

ქოლერის მწვავე ეპიდემია საქართველომ მხოლოდ მას შემდეგ გადაიტანა, რაც ქვეყანაში ანტისანიტარიული ზომები მიიღეს. ქოლერა ყველაზე მეტად სასმელი წყლით ვრცელდებოდა და ამიტომაც, პირველ რიგში, სუფთა სასმელი წყლის შესყიდვაზე მიდგა საქმე. საბოლოოდ კი, ეპიდემიის შეჩერება სამ­ხედ­რო-სა­მე­დი­ცი­ნო ლა­ბო­რა­ტო­რი­ის მი­ერ დამ­ზა­დე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბის წყა­ლო­ბით მო­ხერ­ხ­და.

“მო­ქა­ლა­ქე­ე­ბო! დრო­უ­ლად გა­ი­კე­თეთ აც­რე­ბი, რა­თა თა­ვი და­იზღ­ვი­ოთ სა­ში­ნე­ლი ავად­მ­ყო­ფო­ბი­სა­გან და და­იც­ვათ რო­გორც სა­კუ­თა­რი თა­ვი, ასე­ვე ახ­ლობ­ლე­ბი,” – გაზეთი “გრუზია”.

მანამ სანამ საქართველო ქოლერას ებრძოდა, კონსტანტინეპოლში (იგივე სტამბული) შავი ჭირი მძვინვარებდა. მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე გლო­ბა­ლუ­რი კა­ტაკ­ლიზ­მე­ბი­სა და ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი მძი­მე ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო, სა­ქარ­თ­ვე­ლო მუდ­მი­ვად სხვა­დას­ხ­ვა ეპი­დე­მი­ის გავ­რ­ცე­ლე­ბის საფ­რ­თხის წი­ნა­შე იდ­გა. და­ა­ვა­დე­ბე­ბის მო­რი­გი გამ­წ­ვა­ვე­ბა 1920 წლის ივ­ლის­ში და­იწყო. საფ­რ­თხე კვლავ მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბი­დან მომ­დი­ნა­რე­ობ­და.

“არ­სე­ბობს დი­დი სა­შიშ­რო­ე­ბა, რომ ეს გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბი სულ მა­ლე ბა­თუმ­ში, შემ­დეგ კი ტფი­ლის­შიც გავ­რ­ცელ­დეს. ტფი­ლი­სის დღე­ვან­დე­ლი ფრი­ად სა­ვა­ლა­ლო ან­ტი­სა­ნი­ტა­რუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე კი, ეს და­ა­ვა­დე­ბე­ბი ძა­ლი­ან სწრა­ფად გავ­რ­ცელ­დე­ბა და ეპი­დე­მი­ის სა­ხეს მი­ი­ღებს,” – გაზეთი “ბორბა”.

სამხედრო- სამედიცინო ლაბორტაორიამ გამოაქვეყნა სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, 1920 წლის სექტემბერში საქართველოში ქოლერის დავადებულთა რიცხვმა 32-ს მიაღწია, შავი ჭირით კი 43 ადამიანი იყო დაავადებული. მას მერე ეპიდემიის შესახებ ცნობები აღარ გავრცელებულა. ვარაუდობენ, რომ დაავადების ტალღამ გადაიარა, ან უბრალოდ იმ დროისთვის არსებულ პოლიტიკურ ფონზე დაავადებებისთვის აღარავის ეცალა.

როგორც ვხედავთ, საქართველოსთვის ეპიდემიები კარგად ნაცნობი გამოცდილებაა. ჩვენს ქვეყანაში იყო პერიოდები, როცა მსგავს დაავადებებთან ბრძოლა რამდენიმე თვე გრძელდებოდა. სამწუხაროდ, ამგვარმა პერიოდებმა ბევრი ადამიანი იმსხვერპლა იმ დროისთვის არარსებული რესურსების და არაეფექტური მიდგომების გამო. რასაც ვერ ვიტყვით დღევანდელობაზე, როცა ეპიდემიის გადაგორების შანსი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე მაშინ იყო.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

წყარო :  marketer.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2