close
ვლევებიედიცინა

ევროპის წამლის სააგენტომ Pfizer/ Biontech-ის ვაქცინის ევროკავშირის ქვეყნებში გამოყენების ნებართვა გასცა

7557

ევროპის წამლის სააგენტომ ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ისა და მისი გერმანელი პარტნიორის Biontech-ის მიერ ერთობლივად შექმნილი კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ბლოკის 27-ვე ქვეყანაში გამოყენების ნებართვა გასცა.

”დღევანდელი პოზიტიური ახალი ამბავი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.  სრულყოფილი შეფასების შემდეგ შეგვიძლია ევროკავშირის მოქალაქეები დავარწმუნოთ იმაში, რომ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია და რომ ის ხარისხის შესაბამის სტანდარტებს აკმაყოფილებს,“- განაცხადა ევროპის წამლის სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა ემერ კუკმა.

ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა რამდენიმე დღის წინ აღნიშნა, რომ ევროკავშირის ყველა ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 27-29 დეკემბერს დაიწყება. აღსანიშნავია, რომ გერმანიისა და ესპანეთის ჯანდაცვის უწყებებმა მოსახლეობის ვაქცინაციის 27 დეკემბრიდან დაწყება დააანონსეს. ევროკავშირს, საერთო ჯამში, ვაქცინის 300 მილიონი დოზა აქვს შეკვეთილი, რაც 150 მილიონი ადამიანის ვაქცინაციისთვისაა საკმარისი.

Pfizer-ი და Biontech-ი აცხადებენ, რომ მათი ვაქცინა 95%-ით ეფექტურია და სუსტი გვერდითი ეფექტები აქვს. ვაქცინაცია ორჯერ, 21 დღის შუალედით კეთდება.

მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელმაც Pfizer-ისა და Biontech-ის მიერ შექმნილი ვაქცინა დაამტკიცა გაერთიანებული სამეფო იყო, რომელმაც ორი კვირის წინ მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაცია დაიწყო.

ვაქცინა ასევე დამტკიცებული აქვს აშშ-ს, კანადას, შვეიცარიას, მექსიკას, ბაჰრეინსა და საუდის არაბეთს.  მოსახლეობის ვაქცინაციის პროგრამა გაერთიანებული სამეფოს გარდა აშშ-შიც მიმდინარეობს.

წყარო : BBC

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი