close
gps გალილეო ევროპა

ევროპამ გალილეოს კიდევ ხუთი თანამგზავრი გაუშვა, რითაც მათი რიცხვი 22-მდე გაიზარდა. ეს არის საკუთარი ნავიგაციის შექმნისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯი, რითაც ევროპა აშშ-ის გლობალურ პოზიციონირების სიტემაზე (GPS) დამოკიდებული აღარ იქნება.

ევროპული კოსმოსური სააგენტოს (ESA) თანახმად, თანამგზავრები საფრანგეთის მდებარე კოსმოდრომიდან  რაკეტა Ariane 5-დან გაუშვეს და ისინი დედამიწის მაღლა დაახლოებით 24,000 კმ-ზე ორბიტაზე იმოძრავებენ.

გალილეოს სისტემაში საბოლოოდ 30 თანამგზავრი უნდა იყოს, რომელიც დაახლოებით 700 კგ-ს იწონის, აღჭურვილია ანტენითა და სენსორებისგან და იკვებება ორი 5-კვადრატულმეტრიანი მზის ფრთებით.

მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა 17 წლის წინ გალილეოს პროგრამა დაიწყო, მას  რამდენიმე ნაკლი აქვს, მათ შორის შეფერხებები, დაფინანსების პრობლემებს, ორი თანამგზავრის არასწორ ორბიტაზე განლაგება და კითხვები, რეალურად ჭირდება თუ არა ევროპას GPS-ს კონკურენტი.

ევროკავშირი მიზნად ისახავს გალილეო გამოიყენოს სატელიტური სანავიგაციო მომსახურების გლობალურ ბაზარზე, რომლის ღირებულება 2022 წლისთვის 250 მილიარდი ევრო იქნება. ევროკავშირის 16 ტრილიონიანი ეკონომიკის 6-7 პროცენტი დამოკიდებულია გლობალური სანავიგაციო სატელიტური სიგნალის არსებობაზე.

ევროკავშირს აქვს შეერთებულ შტატებთან შეთანხმება, რომელიც GPS-ისა და გალილეის კომბინირებული გამოყენების საშუალებას იძლევა, რითაც უფრო ზუსტი პოზიციონირებაა შესაძლებელი, ვიდრე მხოლოდ ერთი სისტემით. გლობალური პოზიციონირების სიტემა (GPS) არის თანამგზავრული სანავიგაციო სისტემა, რომელიც მოიცავს 24 თანამგზავრისაგან შექმნილ ქსელს.

ჩიპმეიკერებმა, მათ შორის, STMicroelectronic-მა, Qualcomm-მ და Broadcom-მ განაცხადეს, რომ გალილეოს ჩიპები სმარტფონებისა და საავტომობილო სექტორისთვის მზადაა.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ როგორც კი 2018 წლის ივლისში გალილეოს კიდევ ოთხ თანამგზავრს გამოუშვებენ, ახალი სმარტფონების სიზუსტე, რომლებიც მონაცემებს ამერიკული და ევროპული თანამგზავრებიდან მიიღებენ, 30 სანტიმენტი იქნება, ნაცვლად ამჟამინდელი 5 მეტრისა.

აღსანიშნავია, რომ საკუთარი გლობალური პოზიციონირების სიტემა აქვთ რუსეთს და ჩინეთსაც (Glonass და Beidou).

მსგავსი სისტემის შექმნას ცდილობს ინდოეთიც. თუმცა, ამ მხრივ, ქვეყანამ აგვისტოში რეგრესი განიცადა, როცა მისი მერვე სანავიგაციო თანამგზავრი გაშვებიდან მოკლე ხანში აფეთქდა.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2