close
1610553896

დონალდ ტრამპი მესამე პრეზიდენტია ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში, რომელსაც იმპიჩმენტი გამოუცხადეს, მათ შორის ენდრიუ ჯონსონი, რიჩარდ ნიქსონი, ბილ კლინტონი და პირველი პრეზიდენტი, ვის მიმართაც ეს გადაწყვეტილება ორჯერ იქნა მიღებული, რაც დონალდ ტრამპს რეკორდსმენად აქცევს.

ტრამპის პირველი იმპიჩმენტი უკავშირდება მისი და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბარს. საბოლოოდ სენატმა იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა.

ტრამპის მეორე იმპიჩმენტი უკავშირდება 6 იანვარს მისი მხარდამჭერების წაქეზებას კაპიტოლიუმში შეჭრასთან დაკავშირებით. ამჯერადაც ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა ტრამპი უდანაშაულოდ ცნო და იმპიჩმენტი არ შედგა, რისთვისაც საჭირო იყო სენატორთა 2/3-ის ხმა, კერძოდ 67. თუმცა 45-ე პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი 57-მა სენატორმა დაუჭირა, ხოლო 43 წინააღმდეგი იყო, შედეგად, ტრამპის იმპიჩმენტი ისევ ჩავარდა.

კენჭისყრის შემდეგ „რესპუბლიკელების“ ლიდერმა განაცხადა, რომ ტრამპი მორალურად და პრაქტიკულად დამნაშავეა იმ მოვლენებში, რაც 6 იანვარს განვითარდა კაპიტოლიუმის შენობაში, მაგრამ დონალდ ტრამპი პრეზიდენტი აღარ არის, ამიტომ არაკონსტიტუციური იქნებოდა თუკი სენატი საბოლოოდ მხარს დაუჭერდა მის იმპიჩმენტს.

სხვანი კი ფიქრობენ, რომ სენატის გადაწყვეტილება, ტრამპის უდანაშაულოდ ცნობასთან დაკავშირებით, სამარცხვინოა ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში, ამ მოსაზრებას იზიარებს ,,დემოკრატების” ლიდერი ჩაკ შუმერი.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი