close
კვლევებიმედიცინა

დიდ ბრიტანეთში ფრინველის გრიპით ადამიანი დაინფიცირდა

დიდ ბრიტანეთში ფრინველის გრიპით ადამიანის ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა. 

BBC-ს ინფორმაციით, ვირუსი ინგლისის სამხრეთ-დასავლეთში მცხოვრებ ადამიანს დაუდასტურდა.

ფაქტს ოფიციალური პირები ადასტურებენ და აცხადებენ, რომ დაავადებული თავს კარგად გრძნობს, თვითიზოლაციაშია და რომ საზოგადოებისთვის რისკს არ წარმოადგენს.

ფრინველის გრიპით ადამიანის დაინფიცირების შემთხვევები იშვიათია. როგორც ექსპერტები აცხადებენ, სავარაუდოდ, პირი ავადმყოფ ან მკვდარ ფრინველთან ძალიან ახლო კონტაქტის შემდეგ დაინფიცირდა.

ეპიდემიოლოგების თქმით, ვირუსის შემდგომი გავრცელების მტკიცებულება არ არსებობს და ინფიცირებულის ყველა ახლო კონტაქტის მონიტორინგი მიმდინარეობს.

ფრინველის გრიპი გრიპის სახეობაა, რომელიც ფრინველებში ვრცელდება. ადამიანიდან ადამიანზე მისი გადაცემა კი იშვიათი შემთხვევაა.

მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, გამოვლენილი ვირუსი H5 ტიპს მიეკუთვნება, თუმცა ჯერ არ არის ცნობილი, არის თუ არა ეს იგივე H5N1 შტამი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ბოლო პერიოდში იწვევდა ეპიდემიებს ფრინველებში.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Leave a Response