close
ემიგრანტისაქართველო

მსოფლიოში აღიარებული ქართველი დიზაინერი – დევიდ კომა

“შენ ცხოვრობ, საქმიანობ და პარალელურად საკუთარ სურვილებს აგზავნი სამყაროში. შემდეგ,
რაღაც მომენტში, ვარსკვლავები სათანადოდ განლაგდებიან და სამყაროც გპასუხობს,” – დევიდ
კომა, იგივე დავით კომახიძე მსოფლიოში აღიარებული ქართველი დიზაინერია, რომელიც დიდ
ბრიტანეთში მოღვაწეობს.
“ვფიქრობ, როგორ მივანიჭო ძალაუფლება ქალებს, რადგან ისინი ჩემთვის გმირები არიან, უფრო
ძლიერები, ვიდრე მამაკაცები. მოხიბლული ვარ მათი უნარით, როგორ შეუძლიათ კარიერის
პარალელურად უპრობლემოდ მოირგონ ქალისა და დედის როლი,” – ამბობს დავით კომახიძე.
ჯერ კიდევ 13 წლის ასაკში მან დიზაინერების საერთაშორისო კონკურსში მიიღო მონაწილეობა და
47-ე ადგილი დაიკავა. სადებიუტო კოლექცია კი 15 წლის ასაკში შექმნა. შემდეგ იყო სანქტ –
პეტერბურგში შტიგლიცის სამხატვრო-სამრეწველო აკადემია და ლონდონის პრესტიჟული სენ
მარტინის კოლეჯი. დიზაინერი 2018-2019 წლებში ბრიტანეთის მოდის საბჭოს წევრი იყო, საკუთარი
ბრენდი კი 2019 წელს შექმნა.
როგორც დიზაინერი ამბობს, საქართველოში გატარებული დღეები ინსპირაციის წყარო ხშირად
ყოფილა, მათ შორის 2018 წელს ლონდონის მოდის კვირეულზე მოდელებს ქართული ჩოხით
ინსპირებული სამოსი მოარგო, რასაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response