close
აქართველო

“გული მწყდება, ჩემი წარმატების გაშუქება აზრადაც არ მოსვლიათ,” -ქართველი ტანმოვარჯიშე, რომელმაც კიევში ოქროს მედალი მოიპოვა

52692470_2291094644290840_3262776364306006016_n

რამდენიმე დღის წინ, კიევში  გამართული მხატვრულ ტანვარჯიშის გრან პრიზე საქართველო კიდევ ერთმა ახალგაზრდა სპორტსმენმა  ასახელა. ამჯერად, გოგონა, რომელმაც მთელი მსოფლიო აალაპარაკა, 21 წლის სალომე ფაჟავაა, რომელიც ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

Image may contain: 1 person, smiling, standing and stripes

სალომესთვის 2019 წელს ეს უკვე მეორე უმნიშვნელოვანესი მიღწევაა,  რამდენიმე კვირის წინ,  მან  მოსკოვის გრან პრიზე  ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა, თუმცა მიუხედავად ამისა, არის გარკვეული ნეგატიური  დეტალი, რის შესახებაც ტანმოვარჯიშე გოგონამ სოციალურ ქსელშიც დაწერა.

Image may contain: 2 people, people smiling, people standing and child

“კიევში გრან პრის ეტაპზე ოქროს მედალი ავიღე. ამ შედეგის უკან ჩემი და ჩემი მწვრთნელების თავდაუზოგავი შრომა დგას. მისი მიღწევა სულაც არ არის იოლი. ახლახან დარბაზში პრესკონფერენცია გაიმართა. არცერთ ტელევიზიას ჩემ მიერ მოპოვებული ოქროს მედლის თაობაზე სიტყვაც არ უთქვამს. გული მწყდება. ჩემი წარმატების გაშუქება აზრადაც არ მოსვლიათ. მაინტერესებს – რატომ?,”- დაწერა მან.

Image may contain: 1 person, playing a sport and text

მიუხედავად ამისა, ფაქტია რომ გოგონას საამაყო წარმატებას უამრავი გულშემატკივარი იზიარებს, რაც ინტერნეტსივრცეში მათი აქტიურობიდანაც ჩანს.

Image may contain: one or more people, sky, shoes and outdoor

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2