close
სტრონომია - კოსმოსი

გსურთ ასტრონავტი გახდეთ? პირველად, ბოლო 11 წლის განმავლობაში, ევროპის კოსმოსური სააგენტო ამის შანსს გაძლევთ

86468

ევროპა 11 წლის შემდეგ პირველად, კოსმონავტების ჯგუფის დაკომპლექტებას იწყებს.

ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) 26-მდე მუდმივ და რეზერვისტ ასტრონავტს ეძებს და მსურველები აპლიკაციების წარდგენას 31 მარტიდან შეძლებენ.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სასურველი პოზიციის დაკავება ადვილი არ იქნება. პირველ რიგში იმიტომ, რომ, სავარაუდოდ, შეტანილი განცხადებების რაოდენობა დიდი იქნება და მეორე, ისინი, ვის განაცხადებსაც მიიღებენ, მკაცრ ექვს-ეტაპიან შერჩევის პროცესს გაივლიან, რომელიც  2022 წლის ოქტომბრამდე გაგრძელდება.

”კანდიდატები ამ პროცესისთვის ფსიქიკურად მომზადებული უნდა იყვნენ ”,- განაცხადა ევროპის კოსმოსური სააგენტოს წარმომადგენემა ლუსი ვან დერ ტასმა.

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია ქალებისა და უნარშეზღუდული პირების მიზიდვასაც გეგმავს.

იტალიელი ასტრონავტის სამანტა კრისტოფორეტის თქმით, ადაპტირებული ტექნოლოგია, რომელიც ადამიანებს კოსმოსში ყოფნის საშუალებას აძლევს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსაც შეუქმნის პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობას.

„როცა საქმე კოსმოსში მოგზაურობას ეხება, ჩვენ ყველანი შეზღუდული შესაძლებლობების ვართ”, – განაცხადა კრისტოფორეტიმ.

ევროპის კოსმოსური სააგენტოს მოთხოვნების თანახმად, ასტრონავტის პოზიციის დასაკავებლად აპლიკანტებს უნდა ჰქონდეთ მაგისტრის ხარისხი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ინჟინერიაში, მათემატიკაში ან კომპიუტერულ მეცნიერებში და მუშაობის სამწლიანი სტაჟი.

წყარო : reuters.com  

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი