close
ანათლებააქართველო

,,გვყავს ინგილო, ფერეიდნელი სტუდენტები, რომელთაც სწავლას ვუფინანსებთ“ – სერგო ვარდოსანიძე

სერგო ვარდოსანიძე

ბოლო რამდენიმე წელია ქართულ საგანმანათლებლო ბაზარზე არაერთი უნივერსიტეტი გაჩნდა, შესაბამისად, სტუდენტობის მსურველებსაც არჩევანის ფართო სპექტრი აქვთ. საინტერესოა, რა უპირატესობებსა და პოტენციალს სთავაზობს  მათ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი. ამისთვის ,,დოქტრინა“ რექტორ სარგო ვარდოსანიძეს დაუკავშირდა.

 

-რა უპირატესობებით სარგებლობს ქართული უნივერსიტეტი – რატომ უნდა შეაჩეროს აბიტურიენტმა არჩევანი მასზე და არა სხვაზე?

-უპირველეს ყოვლისა, ყველა აბიტურიენტს მინდა ვუსურვო წარმატება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი უნივერსიტეტი სულ შვიდიოდე წლის წინ დაარსდა – სწავლება 7 სტუდენტით 2010 წელს დავიწყეთ,დღეს გვყავს 1700 სტუდენტი – სამივე საფეხურის მიმართულებით  – საბაკალავრო, სამაგისტრო და დოქტორანტურა. გვაქვს მრავალფეროვანი მიმართულებები, მათ შორის, ჰუმანიტარული სპეციალობები, სამართალმცოდნეობა. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, სოციოლოგია, ფსიქოლოგია, მათემატიკა, ფიზიკა, კომპიუტერული მეცნიერებები და სხვა. გვყავს  საუკეთესო პროფესურა, გვაქვს გამართული ინფრასტრუქტურა. ერთი, რაც სხვა უნივერსიტეტებისგან აშკარად განგვასხვავებს ისაა, რომ  ჩვენ მაქსიმალურ ვცდილობთ, შევინარჩუნოთ ყველაფერი საუკეთესო, რაც განათლების სისტემაში ჩვენს წინაპრებს შეუქმნიათ, მაგრამ, ამავე დროს, ყოველთვის ვიყოთ სიახლეზე ორიენტირებულები.

იმისთვის, რომ სტუდენტების რაოდენობა და დაინტერესება გაიზარდოს, რას აკეთებთ?

-ეს თავისთავად არ მოდის, სერიოზული მუშაობა მიდის როგორც სასწავლო, ასევე მენეჯმენტისა და პიარის კუთხით.

ყველაზე კარგი პიარი არის  -,,გაგონილს ნანახი ჯობიააო“. ჩვენ ყველაზე დიდ რეკლამას გვიწევენ ის სტუდენტები, რომლებიც  აქ სწავლობენ და შემდეგ ახლობლებს ეუბნებიან.

-როგორია ,,ქართული უნივერსიტეტით“ დაინტერესება საზღვარგარეთის ქვეყნებიდან?

-ჩვენ მრავლად გვყავს უცხოეთში მცხოვრები ქართველები – ფერეიდნელები, ინგილოები, თურქეთის ქართველები, რომელთაც სწავლას ვუფინანსებთ.

,,ქართულ უნივერსიტეტში“ ფილოლოგია, ისტორია, მათემატიკა, ფიზიკა, ეკონომიკა – უფასოა.

-სამეცნიერო კუთხით რამდენად აქტიურად მუშაობს უნივერსიტეტი?

-ამ თვალსაზრისით უნივერსიტეტის ფაკულტეტების მიხედვით რომ ვიმსჯელოთ, განსაკუთრებით აქტიურია, მაგალითად, ფსიქოლოგიის, ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულება. გარდა ამისა, მათემატიკა და ინფორმატიკა – მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცოტა სტუდენტია აქ, სამაგიეროდ პროფასურაა მაღალი დონის და უცხოეთთან კონტაქტებიც გვაქვს. ერთ-ერთი კურსდამთავრებული კემბრიჯის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა, ახლა მაგისტრატურაზე ბონის უნივერსიტეტშია ჩვენი 3 სტუდენტია. ჩვენმა სასწავლებელმა ის წვლილი შეიტანა, რომ  ეს სტუდენტები იყვნენ მაღალი დონის. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ამჟამად საერთაშორისო ურთიერთობების განხრით 6 სტუდენტია წასული – ენასაც და სპეციალობასაც ეუფლებიან. აგრეთვე, ბალტიისპირეთშიც არიან ჩვენი სტუდენტები, ყოველ სემესტრში, ტურიზმის მენეჯმენტის ფაკულტეტის 8-10 სტუდენტი გერმანიაში 3-თვიან პრაქტიკას გადის. ახლახან გავუშვით ბოლო ნაკადი.

მემორანდუმები გვაქვს როგორც შიდაუნივერსიტეტებთან, ასევე –  გარეთაც.

,,არდაგანის უნივერსიტეტი” არის კავკასიის სააერთაშორისო გაერთიანების ხელმძღვანელი, ის ყოველ წელს მართავს სხვადასხვა ქვეყანაში კონფერენციას და ჩვენ უნივერსიტეტიც არის მონაწილე.

აქტიურად ვურთიერთობთ სომხეთთან, აზებრაიჯანთან… რუსეთთან, გარკვეული მიზეზების გამო, ვერიდებით.

გვყავს 50 არჩეული და 70-მდე მოწვეული პროფესორი.ყველა მიმართულებაზე წამყვანი ადგილობრივი პროფესორია.

-დასაქმების კუთხით უნივერსიტეტი რა პერსპექტივებს სთავაზობს სტუდენტებს?

-ამ მიმართულებით  ძალიან კარგი შედეგები აქვთ ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის სტუდენტებს – მათი 80 პროცენტი დასაქმებულია. წელს ერთი კარგი რამ შევიმუშავეთ – მოგეხსნებათ, ფილოლოგ და ისტორიკოს სტუდენტებს არ ჰქონდათ სკოლაში მუშაობის უფლება. ახლა შემოვიტანეთ 60-კრედიტიანი პედაგოგის მომზადების პროგრამა და მათ საშუალება ექნებათ პირდაპირ სკოლაში დაიწყონ მუშაობა ქართული ენისა და ლიტერატურის ან ისტორიის მასწავალებლებად.

-როგორია საპატრიარქოს ჩართულობა უნივერსიტეტის შიდასივრცეში?

-ჩვენ ყველა სტანდარტი იმის მიხედვით გვაქვს დაწესებული, რაც სახელმწიფოშია. კი არის ჩვენი სასწავლებელი  საპატრიარქოსი, მაგრამ საეროცაა.

საპატრიარქო შიდაპროცესში არანაირად არ არის ჩართული, ეს მხოლოდ ჩვენი კომპეტენციაა, ის მხოლოდ ფინანსურად გვეხმარება.

-რა სიახლეებს გეგმავთ უახლოეს მომავალში, ,,დოქტრინას“ საშუალებით რომ გავაცნოთ მკითხველს?

-ვაკეთებთ საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრატურას, აგრეთვე, ჟურნალისტიკის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებსა და საჯარო მოხელის მაგისტრატურას. ახლა უკვე აქტურად გვაქვს ეს პროგრამები წარგდენილი და დარწმუნებული ვართ, აკრედიტაციას წარმატებით გავივლით.

 

მასალა მოამზადა: ნატალია ჯალაღონიამ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი  – ,,დოქტრინა“

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2