close
გაზი

საქართველოში დღეს ბუნებრივი აირის ბაზარი სრულიად კონკურენტულია და კომერციულ ნაწილში ფასებს ეტაპობრივად აკლებს როგორც აზერბაიჯანული გაზის შემომტანი „სოკარი“, ასევე ახლა „გაზპრომიც“ ამ ტენდენციას მიჰყვება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ბუნებრივი აირის ბაზარზე არსებული ტენდენციის შესახებ საუბრისას განაცხადა

„2018 წლიდან მოყოლებული, ჩვენ უფრო მეტი კონკურენცია შემოვიტანეთ ბუნებრივი აირის ბაზარზე, გავხსენით გაზის კომერციული ბაზარი და კომერციული გაზი ბაზარზე რამდენიმე სხვადასხვა ალტერნატიული წყაროდან შემოდის. ამ გაძლიერებული კონკურენციის და იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში ნავთობპროდუქტების ფასები ეცემა, „გაზპრომთან“ უკვე მოქმედი კონტრაქტი გადაიხედა, რაც ფასის დაკლებას ემსახურება“, – განაცხადა მან.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2