close
dsfvdsfsdfde

„გადავარჩინოთ ბავშვები“ – მსოფლიოში ყოველი მეექვსე ბავშვი კონფლიქტის ზონაში ცხოვრობს, ბოლო 15 წლის მანძილზე მოკლული ან დასახიჩრებულია 95,000 ბავშვი

2018 წლის მონაცემებით, მსოფლიოში 415 მილიონი, ანუ ყოველი მეექვსე ბავშვი, კონფლიქტის ზონაში ცხოვრობდა, რაც 1995 წლის მაჩვენებელთან შედარებით ორჯერ მეტია, 2010 წელთან შედარებით კი 34 პროცენტითაა გაზრდილი, – ამის შესახებ ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვების“ ანგარიშშია ნათქვამი.
ორგანიზაციის ინფორმაციით, 2005 წლიდან მოყოლებული სულ მცირე 95 ათასი ბავშვი მოკლეს ან დაასახიჩრეს, ათობით ათასი ბავშვი გაიტაცეს, მილიონობით ბავშვს კი განათლებასა და ჯანდაცვის სერვისებზე წვდომა შეეზღუდა.
კვლევაში – „შეწყვიტეთ ომი ბავშვებზე“- ასევე აღნიშნულია, რომ ბავშვების უფლებების დარღვევის ფაქტები 2010 წლიდან 170 პროცენტითაა გაზრდილი. ეს ფაქტები მოიცავს ბავშვების მკვლელობებს, დასახიჩრებებს, გატაცებებს, შეიარაღებული ძალების მიერ რეკრუტირებას, სკოლების საავადმყოფოებზე თავდასხმების განხორციელებას, გაუპატიურებებს და სექსუალური ძალადობის სხვა ფორმებს.
კვლევის მიხედვით, გოგონები და ბიჭები სხვადასხვა გამოწვევების წინაშე დგანან. მაშინ როცა ბიჭებს იტაცებენ სამხედრო დაჯგუფებში მათი გაწევრიანების მიზნით, გოგონები ხშირად სექსუალური და სხვა გენდერით განპირობებული ძალადობის მსხვერპლები ხდებიან.
ავღანელმა ბიჭმა ორგანიზაციის წარმომადგენლებს უთხრა, რომ ის ყოველ დღე გატაცებისა და სიკვდილის შიშით დადის სკოლაში.
„სკოლისკენ მიმავალ გზაზე მეშინია, თვითმკვლელების თავდასხმის, გატაცების და იმის, რომ ვინმე მომკლავს,“- აღნიშნა 10 წლის ჰემატმა.
15 წლის ერაყელმა გოგომ კი, რომელსაც 2 წლის შვილი ჰყავს, ორგანიზაციას უამბო, რომ ის, დედასთან და დებთან ერთად, გაიტაცეს, ტყვეობაში ჰყავდათ და სამჯერ გაყიდეს ადამიანებზე, რომლებიც მას სცემდნენ და სექსუალურად ძალადობდნენ, შემდეგ კი „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლს მიათხოვეს.
ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“ აცხადებს, რომ ბავშვების სიცოცხლის განადგურება გაგრძელდება, ვიდრე ყველა მთავრობა და მონაწილე მხარე არ დაიცავს საერთაშორისო ნორმებსა და სტანდარტებს, სანამ კრიმინალებს არ მოუწევთ პასუხი აგონ საკუთარი ქმედებების გამო.

წყარო : BBC

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“ 

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2