close
ედიცინა

ბრიტანული ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca ევროპის ქვეყნებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 400 მილიონ დოზას წლის ბოლოდან მიაწვდის

ვაქცინა

ბრიტანული მედიკამენტების მწარმოებელი კომპანია AstraZeneca ევროპის ქვეყნებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 400 მილიონი დოზით მოამაგარაგებს.

შესაბამისი ხელშეკრულება კომპანიასა და „ევროპის ინკლუზიური ვაქცინების ალიანსს (IVA)”  შორის უკვე გაფორმდა. ხელშკრულებას ხელი ალიანსში შემავალმა ოთხმა ქვეყანამ : საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ და ნიდერლანდებმა მოაწერა ხელი, თუმცა ვაქცინა ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნისთვისაა განკუთვნილი და ნებისმიერ სახელმწიფოს შეუძლია კონტრაქტს შეუერთდეს.

ხელშეკრულების თანახმად, საფრანგეთი, გერმანია, იტალია და ნიდერლანდები მთლიან თანხას წინასწარ გადაიხდიან, რომლის ოდენობა ჯერჯერობით არ ხმაურდება. ნებისმიერი სხვა ქვეყანა, რომელიც კონტრაქტზე ხელმოწერის სურვილს გამოთქვამს, ვალდებულია კონტრაქტით გათვალისწინებულ ყველა პირობას დათანხმდეს.

ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით, ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილი ვაქცინის ევროპის ქვეყნებისთვის მიწოდება 2020 წლის ბოლოდან დაიწყება.

„ვაქცინა ევროპაში მცხოვრები ასობით მილიონი ადამიანისთვის გახდება ხელმისაწვდომი, თუკი, რასაკვირველია ის ეფექტური აღმოჩნდება, რაც ზაფხულის ბოლოსთვის გვეცოდინება,“- განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა პასკალ სერიოტმა და დასძინა, რომ იმედი აქვს „ვაქცინა იმუშავებს“.

მისივე თქმით ვაქცინაზე ჩატარებული კლინიკური ცდების პირველი და მეორე ფაზების წარმატებულად განხირციელების შემდეგ კლინიკური ცდის შემდეგ დიდი ბრიტანეთის მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის დაცვის პროდუქტების მარეგულირებელმა სააგენტომ კომპანიას მესამე ფაზის დაწყების ნებართვა მისცა.

კომპანიას ვაქცინის 2 მილიარდი დოზის წარმოება სურს. კომპანიაში აცხადებენ, რომ პანდემიის პერიოდში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ქვეყნებს ფინანსური მოგების მიღების გარეშე მიაწვდიან.

წყარო : reuters.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2