close
ვლევებისიქოლოგია

ბრიტანელი მეცნიერი ბედნიერებისა და წარმატების „რეცეპტს“ გვთავაზობს

წარმატების საიდუმლო

 მეცნიერები აცხადებენ, რომ ბედნიერებისა და წარმატების საიდუმლო მარტივია.

დღემდე არ არსებობს კონსენუსი იმის შესახებ, თუ რა განაპირობებს ადამიანის წარმატებას, ან როგორ ცდილობენ ან აღწევენ ადამიანები იმას, რასაც აკეთებენ.

თუმცა, პორტსმუთის უნივერსიტეტის სპორტისა და ვარჯიშის მეცნიერი დოქტორ დენიელ ბრაუნი ამტკიცებს, რომ ცხოვრების კოდი „გატეხა“ და შინაარსიანი ცხოვრების ,,საყიდლების სია“  შეადგინა.

ექსპერტმა ჩაატარა კვლევა იმის შესახებ, თუ რა აბედნიერებთ ადამიანებს. სიაში შედის თვისებები, როგორიცაა ოპტიმიზმი, მოტივაცია და თვითდაჯერებულობა.

 ადამიანებს ბედნიერების მიღწევაში შესაძლოა ეკლესიურობა ან რელიგიურობა, მშვიდი გარემო და მაღალი ხარისხის ავტონომიაც დაეხმაროს.

დოქტორ ბრაუნი აცხადებს, რომ  წარმატების გასაღებს წარმოადგენს ასევე ,,გამოწვევებსა და სირთულეებთან ბრძოლა მართვად დონეზე”.

მისი ,,საყიდლების სია” მოიცავს ორ სვეტს, თუ „როგორი უნდა იყოს ადამიანი” და „რა უნდა ჰქონდეს” მას.

ის ამბობს, რომ ცხოვრებაში ,,წარმატება” მოდის პოზიტიურობისგან, სულიერებისგან, პრო-აქტიურობისგან, მოქნილობისგან, თავდაჯერებულობისა და სოციალურად კომპეტენტურობისგან. თუმცა შესაძლებლობები, ოჯახის მხარდაჭერა, გამოწვევები, მშვიდი გარემო, ნდობა და ავტონომია ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.

წარმატებული ადამიანი არის:

ოპტიმისტი,

ეკლესიური ან რელიგიური,

მოტივირებული,

აქტიური,

ბეჯითი,

მოხერხებული,

ადაპტირებადი,

სოციალურად კომპეტენტური,

თვითდაჯერებული/თვითშეფასების უნარის მქონე.

წარმატებულ ადამიანს აქვს:

შესაძლებლობა,

დამსაქმებლის/ ოჯახის / სხვათა მხარდაჭერა,

გამოწვევები და სირთულეები მართვად დონეზე,

მშვიდი გარემო,

ავტონომიის მაღალი ხარისხი,

მიიჩნევენკომპეტენტურად.

 

დენიელ ბრაუნი აცხადებს, რომ წარმატების მისაღწევად საკმარისია სიიდან რამდენიმე დასახელების კომბინაცია და არა მთელი ჩამონათვალი.

 სიის შესაქმნელად, დოქტორმა ბრაუნმა გამოიყენა ბავშვებსა და მოზარდებზე, მხატვრებზე, დასაქმებულ ადამიანებზე, სპორტსმენებსა და მოხუცებზე ჩატარებული კვლევები.

,,წარმატებული – ეს არის სიტყვა, რომლის მოსმენას საკუთარი თავის დახასიათებისას ყველა ისურვებდა, თუმცა მეცნიერებამ დღემდე ვერ მოახერხა მისი აღწერა და კლასიფიცირება. წარმატება ესაა ცხოვრებითა და საკუთარი თავით ტკბობა და რაიმეს კარგად კეთების უნარი ,“ – აცხადებს დოქტორ ბრაუნი.

წარმატებისკენ სწრაფვა განიხილეს ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე.

ზოგჯერ მას აღწერდნენ, როგორც სიცოცხლისუნარიანობას, სწავლას, გონებრივ სიმტკიცეს, ან ამ და სხვა თვისებებს კომბინაციას.

იგი ასევე განიხილებოდა სხვადასხვა კონტექსტში, მათ შორის სამხედრო, ჯანმრთელობა და ბავშვთა განვითარება.

 ,,XX საუკუნის დასასრულის შემდეგ, მეცნიერებაში დაისვა საკითხი ადამიანის თვით რეალიზებისა და წარმატების უკეთ გაგების შესახებ, თუ როგორ ახერხებენ ადამიანები შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთონ. თუმცა, კონსესუსის მიღწევა ვერ მოხერხდა ერთი მიზეზის გამო – არ არსებობს სათანადო კვლევები,“ – აცხადებს დოქტორი ბრაუნი.

მისი კვლევა მომავალი კვლევებისთვის ექვს რეკომენდაციას იძლევა, მათ შორის ზუსტი გამოკვლევის საჭიროება იმის შესახებ, თუ რა ხდის წარმატების მიღწევას შესაძლებელს და აქვს თუ არა წარმატებას გრძელვადიანი და კუმულაციური გავლენა ადამიანებზე.

ბრაუნის კვლევა სამეცნიერო ჟურნალ ,,European Psychologist-ში” გამოქვეყნდა.

 

წყარო: https://medicalxpress.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2