close
მსოფლიოპოლიტიკა

ბაიდენმა სირიაზე საჰაერო იერიში მიიტანა

25 თებერვალს ჯო ბაიდენმა პირველი სამხედრო მოქმედება განახორციელა, საჰაერო იერიშის სამიზნე სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილი ორი ისლამისტური დაჯგუფების კონტროლირებადი ტერიტორია აღმოჩნდა. პენტაგონის განცხადებით, აღნიშნული ქმედება იყო პასუხი 15 იანვარს ახლო აღმოსავლეთში ამერიკულ და კოალიციურ ძალებზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმისა, რომლის შედეგად დაიჭრა რამდენიმე ამერიკელი ჯარისკაცი და დაიღუპა ერთი, ფილიპინების მოქალაქე.

სირიაში საჰაერო იერიშის განხორციელება თავდაცვის მინისტრის ლოიდ ოსტინის რჩევა იყო, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჯო ბაიდენს ეკუთვნოდა. პენტაგონის თქმით, ამ “პროპორციული სამხედრო პასუხით” ერთმნიშვნელოვანი შეტყობინება გაიგზავნა, რომ პრეზიდენტი ბაიდენი იმოქმედებს ამერიკული და კოალიციური ძალების ინტერესების დასაცავად.

პენტაგონის სპიკერის, ჯონ კირბის თქმით: “იერიშმა გაანადგურა სასაზღვრო-საკონტროლო პუნქტთან მყოფი რამდენიმე ობიექტი, რომელთაც ირანის მხარდაჭერის ქვეშ მყოფი ზოგიერთი სამხედრო დაჯგუფება იყენებდა, ქათა’იბ ჰეზბოლასა და ქათა’იბ საიდ ალ-შუჰადას ჩათვლით…ამავდროულად, ჩვენი ქმედება მიმართული იყო საერთო სიტუაციის დეესკალაციისკენ, როგორც აღმოსავლეთ სირიაში, ისე ერაყში.”

საჰაერო იერიშის შედეგად დაღუპული ადამიანების ზუსტი რაოდენობა ამ დროისათვის უცნობია, თუმცა დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული მონიტორინგის ჯგუფის ინფორმაციით, აშშ-ს თავდასხმის შედეგად შესაძლოა 22 ადამიანი იყოს დაღუპული.

წყარო: BBC

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response