close
დედამიწა

ახალ ზელანდიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად 14 ტურისტი დაიღუპა

ახალ ზელანდიაში, „თეთრ კუნძულზე“, ვულკანის ამოფრქვევის შედეგად 13 ტურისტი დაიღუპა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დადასტურებულია გარდაცვალების 6 ფაქტი, დაკარგულად კი 8 ადამიანი ითვლება, თუმცა ადგილობრივი სამართალდამცველების განცხადებით, იმის შანსი, რომ კუნძულზე ვინმე ცოცხალი დარჩენილიყო, თითქმის აღარ არსებობს.

მაშველებმა ნავისა და ვერტმფრენის საშუალებით 34 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. ზოგიერთ მათგანს სერიოზული დამწვრობა აღენიშნება და ექიმების თქმით, შესაძლოა, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდეს.

„თეთრი კუნძული“, რომელსაც ვაკაარსაც უწოდებენ, ქვეყნის ყველაზე აქტიური ვულკანია. მიუხედავად ამისა, კუნძული ტურიზმის მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენს.

ერთ-ერთი მედიკოსი, რომელიც ტურისტების გადასარჩენად კინძულზე იყო ჩასული, იხსენებს, რომ თავი მინი-სერიალ „ჩერნობილის“ გმირი ეგონა. „ყველაფერი ფერფლში იყო გახვეული,“ -რუსელ კლარკი მედიასთან საუბრისას.

დედამიწაზეასეულობითმოქმედივულკანია. ვულკანის ამოფრქვევის პროგნოზირება ძალიან ძნელია. ამოფრქვევას ხშირად ასწრებს მიწისძვრა, თუმცა ცნობილია შემთხვევები როდესაც ვულკანის მოქმედება უეცრად დაწყებულა.ვულკანიდან ნივთიერება სამ მდგომარეობაში ამოიფრქვევა: თხევადია – ლავა, მყარია – ვულკანური ფერფლი, მტვერი, ტალახი და ქვები, გაზობრივი – წყლის ორთქლი და სხვ.

ვულკანების მოქმედება მარტო კატასტროფული ხასიათისა არ არის. მათი მოქმედების შედეგია დედამიწაზე არსებული ლითონური, აგრეთვე ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვების საბადოები. ვულკანური ფერფლი დიდი რაოდენობით შეიცავს მინერალურ ნივთიერებებს, რის გამოც, ვულკანის მიმდებარე ტერიტორიის ნიადაგები დიდი ნაყოფიერებით გამოირჩევა.

წყარო : bbc

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response