close
ედიცინა

აშშ-ში პარალიზებული ადამიანის ტვინში იმპლანტის ჩანერგვის პირველი პროცედურა ჩაატარეს

4A8AD072-BB45-4DAE-B704-5F6E4048079C

ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისები პრაქტიკულ (თუმცა შეზღუდულ) რეალობად იქცა. სტარტაპმა Synchron პაციენტს BCI წარმატებით ჩაუნერგა ტვინში, რაც ამერიკის შეერთებულ შეერთებულ შტატებში პირველი შემთხვევაა.

ნიუ-იორკში მდებარე მაუნტ სინაი უესტის საავადმყოფოში პაციენტის ტვინის მოტორულ ქერქში კომპანიის მიერ შექმნილი იმპლანტი, Stentrode ჩანერგეს. საგულისხმოა, რომ პროცედურა COMMAND-ის ცდის ფარგლებში შედგა, რომელიც დამბლის მქონე ადამიანებში ინტერფეისის მუშაობის კონტროლს მოიცავს — რამდენად უსაფრთხო და ეფექტურია ის. იდეალურ შემთხვევაში მსგავსი ტექნოლოგიები პარალიზებული ადამიანების დამოუკიდებლობას ისეთ სფეროებში უზრუნველყოფს, როგორიცაა შეტყობინებების გაგზავნა თუ სხვა ციფრული ამოცანები.

ქირურგებმა იმპლანტაციისთვის ენდოვასკულარული მეთოდი გამოიყენეს, რომელიც თავის ქალის გავლით ტვინში ჩაღწევის ნაცვლად ელექტროდების საუღლე ვენიდან შეყვანას გულისხმობს. Synchron-ის ინფორმაციით, ოპერაციამ ძალიან კარგად ჩაიარა და პაციენტი სახლში 48 საათის შემდეგ დაბრუნდა.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე ავსტრალიური კვლევაც წარმატებული აღმოჩნდა – ოთხი პაციენტი იმპლანტის განთავსებიდან ერთი წლის შემდეგაც მშვენივრად გრძნობს თავს.

შესაძლოა დიდი დრო დასჭირდეს, ვიდრე ექიმები Synchron-ის იმპლანტს პაციენტებს შესთავაზებენ. კომპანიამ უკვე მიიღო FDA-სგან ცდების ჩატარების მტკიცებულება 2021 წლის ივლისში. მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ყველაფერი წარმატებით ჩაივლის და ეს დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება პარალიზებული ადამიანების დამოუკიდებელი შესაძლებლობების განვითარებისთვის.

marketer.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთადარბაზი ,,დოქტრინა

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი