close
ს საინტერესოაოლიტიკააქართველო

„აშშ კონგრესში საქართველოს მხარდამჭერთა ჯგუფი ძლიერდება“ – გიორგი მიქანაძე

57059834_381069392740463_7403085774922448896_n

საქართველო-ამერიკის დიპლომატიური თანამშრომლობის ფარგლებში ვაშინგტონში, ამერიკის შეერთებული შტატების კაპიტოლიუმში მიღება გაიმართა, სადაც საქართველო ამერიკის ურთიერთობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ამერიკელი კონგრესმენები დაჯილდოვდნენ. ღონისძიებაზე იმყოფებოდა ასევე ეკონომიკური პოლიტიკის მკვლევარი, ასისტენტ-პროფესორი გიორგი მიქანაძე, რომელმაც აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც საინტერესო გამოხმაურება მოჰყვა. დოქტრინა უცვლელად გთავაზობთ აღნიშნულ გაზიარებას და გზავნილებს.

=======

God bless both 🇬🇪🇺🇲 countries and all our friends around the world

Rayburn House Office Building
United States Capitol

ამერიკის კონგრესში საქართველოს ლობისტ სენატორთა და მხარდამჭერთა ჯგუფი ძლიერდება, რომელიც საქართველოსა და ქართველების მხარდაჭერაზე განსაკუთრებული ყურადღებით იმუშავებს. ძალიან გვაფასებს და გვაღიარებს განათლებული ამერიკული საზოგადოების ნაწილი. გვაფასებენ ღვინით, გვაფასებენ პურით, გვაფასებენ მიწით, კულტურით, ისტორიით და მზად არიან თავდადებული ერთგულებით დაგვეხმარონ მომავალში. დიახ, უნდათ იამაყონ ჩვენით და ამის ბევრი მზეზი გვაქვს, რომ ამაყობდნენ. ვისაც კი ამერიკელს შევხვდი საქმიან ურთიერთობაში, ყველას უნდა მოგვეფეროს, ჩაგვეხუტოს და სითბო გამოხატოს, ქართული სიტყვები თქვას, რაღაც ამბავი გაიხსენოს, რაც გაუგია საამაყო და რაღაც ახალი გაოგოს. ასე არიან მათ შორის დიპლომატიურად საქართველოსთან შემხებლობაში არ მყოფი, ნეიტრალური პირებიც. უკვე ბევრი ამერიკის ჩვეულებრივი მოქალაქეც გვაფასებს. გაუგიათ, იციან საქართველოზე და თანაგრძნობის ემოციებიც მოსდით და მეტის გაგებაც სურთ ჩვენს შესახებ. ამ მხრივ მუშაობა ძალიან ეფექტური და შედეგიანია.
მე პირადად მივესალმები ყველა მეგობარს, რომელიც დიპლომატიის მიღმა მეგობრობს ჩვენთან, თუნდაც იყოს ეს რუსეთი. მაგრამ, ამერიკას ნამდვილად ვამჩნევ ამ ინტერესს სიტყვითაც, საქმითაც და იმითაც, რომ საქართველოს გარეშე არც არაფერს კარგავს როგორც ქვეყანა და არც სხვა რამ ქვენა ინტერესები ამოძრავებს, როგორც ბევრი ტრაგირებს.
დიახ, მეგობრობა იმისაა, გავუგოთ, საერთო ვნახოთ, ურთიერთობები გავცვალოთ, ვისწავლოთ, რაღაც გავცეთ და რაღაც მივიღოთ. სწორედ აქ იკვრება თანაგრძნობის, სიყვარულის, მხარდაჭერის, თავდადების კვანძები და ვარქმევთ ამას მეგობრობას.
ნუ დაგვავიწყდება, ამერიკა არის ზე სახელმწიფო, რომელთანაც რუსეთიც, ჩინეთიც და ბევრი განვითარებული ქვეყანა ოცნებობს კეთილმეზობლური ურთიერთობების შენარჩუნებას და მეგობრობას. წარმოდგენა არ გვაქვს ამერიკის მასშტაბებზე. წიგნი და ფოტოები და სტატისტიკა ამას ვერ გადმოსცემს. ეს უნდა ნახო და თავად დარწმუნდე, ცოტა ხანი დააკვირდე, ან უბრალოდ აიღო და დაიჯერო, გაწვდეს კაცის ფანტაზია.
ვერც იმას ვხვდები, ამ ბუმბერაზი ზე-სახელმწიფოს სითბოსა და ყურადღებაზე რატო უნდა თქვას უარი მოწიფულმა, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, საშუალო დონეზე განათლებულმა და მოაზროვნე საქართველოს მოქალაქემ?!
ნუ დაგვავიწყდება მსოფლიოს ყველა განვითარებული ქვეყნის სათავეებთან ამერიკა დგას. ვიცი, ჩვენს საზოგადოებაში ბევრი შფოთავს, ვწუხვარ უსაგნოა ეს შფოთვა. კულტურული წალეკვის თუ გეშინიათ გლობალიზაციის პირობებში, კულტურა გავაძლიეროთ, ზნეობა ავამაღლოთ, მორალი დავიჭიროთ, ადამიანები და მათი უფლებები დავიცვათ დისკრიმინაციული მიდგომების გარეშე არა მხოლოდ საკანონმდებლო, არამედ კულტურალურ დონეზე. ნუ იფიქრებთ, რომ გლობალიზაცია ვინმეს მოგონილი და თავს მოხვეულია. ეს გახლავთ ევოლუციის ნაწილი, რომელიც თავად, განვითარებულმა ადამიანებმა გადავწყვიტეთ საკუთარი არჩევანით – კეთილდღეობაზე, რაციონალიზმზე, ურთიერთობების მეტ შესაძლებლობაზე, მაღალ ეფექტურობაზე და ა.შ. ხოდა, ვერავინაც ვერ წაგვლეკავს ამ შემთხვევაში, არამედ თავად ვიქნებით პოლიტიკის შემქმნელები თუ შევიკვრებით და მივმართავთ კეთილგონიერებას.
ამერიკა ქრისტეს მორალზე და შემოქმედის იდეაზეა აგებული და ეს ენერგია არ მისცემს არავის უფლებას, რომ ადამიანს უღალატოს. ადამიანია შემოქმედის იდეა და არა თავად შემოქმედი ადამიანის იდეა. შესაბამისად, ადამიანზე ზრუნვაა ღმერთის მსახურების იდეა და არა თავად ჩვენს გამოგონილ ღმერთზე მსახურება ადამიანის დავიწყებით, რეალური ღმერთის გამოკლებით. ამიტომ, ნუ ვფეთიანობთ თითქო ამერიკის უღმერთოებაზე. აბსოლუტ ღმერთს ვერავინ ვერაფერს დააკლებს და ავნებს. ადამიანებზე ვიფიქროთ და ღმერთს მათზე ზრუნვა ვთხოვოთ. ნაცვლად იმისა თითქო, ღმერთზე ვიფიქროთ და ადამიანები შემოგვეღუპოს თავისი ღვთაებრივი ბუნებით, ამ ფიქრში.
სიბრძნე დავხვეწოთ და განვავითაროთ სახელმწიფო მართვაში, საერთაშორისო ასპარეზებსა და შიდა კონსოლიდაციის, კონცენტრირების მიმართულებით.
კიდევ ბევრი ასეთი და მსგავსი კარგი ამბები ჩვენს ქვეყანას.
ამერიკა ჩვენი დიდი მეგობარია და ეს საქმე უკვე შედგა !

განსაკუთრებული მადლობა საქართველოს საელჩოს აშშ-ში და საგამომცემლო სახლ “სახელები” გაწეული შრომისთვის

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2