close
ანათლებავლევები

აშშ-ის სკოლებში ახალი სტრატეგია „ტესტი-დარჩენისთვის“ ამოქმედდება

2345tfg

აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა ახალი სტრატეგია – „ტესტი-დარჩენისთვის“ – წარადგინა, რომელიც არავაქცინირებულ ბავშვებს საკლასო ოთახებში სწავლის გაგრძელების საშუალებას აძლევს მაშინაც კი, თუ მათ ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდათ.

„თუკი ეს ბავშვები გარკვეულ კრიტერიუმებს შეასრულებენ და კორონავირუსზე ჩატარებული ტესტების პასუხი უარყოფითი იქნება, მათ, სახლში კარანტინში ყოფნის ნაცვლად, სკოლაში დარჩენისა და სწავლის საკლასო ოთახებში გაგრძელების საშუალება ექნებათ,“- განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა როშელ ვალენსკიმ.

მისი განმარტებით, სკოლებმა თავიანთ მოსწავლეებს ტესტი კვირაში ორჯერ უნდა ჩაუტარონ.
ახალი მითითებები აშშ-ში კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელების ფონზე გაიცა. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსი აშშ-ის მინიმუმ 39 შტატია დადასტურებული. „ველით, რომ უახლოეს კვირებში ის აშშ-ში დომინანტური შტამი გახდება,“ – აღნიშნა ვალენსკიმ. კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამი, რომელიც პირველად სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირდა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „შემაშფოთებელ ვარიანტად“ შეაფასა. მეცნიერები ჯერ კიდევ იკვლევენ, იწვევს თუ არა „ომიკრონი“ დაავადების უფრო მძიმე სიმპტომებს, ვიდრე სხვა შტამები და იცავენ თუ არა ვაქცინები  დაინფიცირებულებს ვირუსის მძიმე ფორმის განვითარებისგან.

წყარო : reuters.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი