close
ასტრონომია - კოსმოსი

ასტრონომებმა უნიკალური „ორსახოვანი“ ვარსკვლავი აღმოაჩინეს

კალიფორნიელმა მეცნიერებმა ისტორიაში პირველად აღმოაჩინეს ვარსკვლავი, რომლის ზედაპირიც არაერთგვაროვანია და თითქოს ორნაწილიანია: ერთი ძირითადად წყალბადისგან შედგება, მეორე კი ჰელიუმისგან. სტატია მათი აღმოჩენის შესახებ ჟურნალში Nature გამოქვეყნდა.

ვარსკვლავს „იანუსი“ შეარქვეს – ორსახოვანი ღვთაების პატივსაცემად, რომელსაც ძველ რომში სცემდნენ თაყვანს. „იანუსი“ თეთრი ჯუჯების ტიპის ვარსკვლავია. ასეთ ვარსკვლავებს მეცნიერები უკვე კარგად იცნობენ და იმასაც ვარაუდობენ, რომ ჩვენი მზეც ასეთად გადაიქცევა. თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როცა ასტრონომებმა ვარსკვლავის გვერდებზე ორი „გაზის პოლუსი“ აღმოაჩინეს. მათი ვარაუდით, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჯუჯის მაგნიტური ველია.

თეთრი ჯუჯა – ჩამქრალი ვარსკვლავის გამომწვარი ბირთვია, რომელიც ტემპერატურის კლებასთან ერთად წითელ გიგანტად გადაიქცა, თუმცა ამ ფაზის დასრულებისას ზეახლად გარდასაქმნელად საკმარისი მასა არ ჰქონდა. ამ მხრივ „იანუსი“ მზის ევოლუციას ათობით მილიონი წლით უსწრებს.

„იანუსი“ სან-დიეგოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასტრონომებმა აღმოაჩინეს. ამისთვის მათ Zwicky Transient Facility (ZTF) გამოიყენეს – ინსტრუმენტი, რომელიც ყოველ ღამე აკვირდება ცას ახალი ობიექტების ძიებაში. ვარსკვლავი გედის თანავარსკვლავედში მდებარეობს, ჩვენგან 1000 მზის წლის მანძილზე. ასტრონომებს იმედი აქვთ, რომ ZTF-ი მათ სხვა ანალოგიური ობიექტების აღმოჩენაში დაეხმარება.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0