close
სტრონომია - კოსმოსი

ასტრონომებმა აღმოაჩინეს ეგზოპლანეტა, რომელზეც რკინის წვიმა მოდის

shutterstock_517622998

მეცნიერებმა აღმოაჩინეს ეგზოპლანეტა, რომელზეც რკინის წვიმა მოდის. ამის შესახებ Meduza წერს.

გამოცემის ინფორმაციით, აღმოჩენა ასტრონომების საერთაშორისო გუნდმა გააკეთა 19 ინსტიტუტიდან. მათ პლანეტა WASP-76b-ს სპექტრის შესასწავლად ჩილეში მდებარე „ძალიან დიდ ტელესკოპზე“ (VLT) დამონტაჟებული ახალი ინსტრუმენტი ESPRESSO გამოიყენეს. გაზის გიგანტ WASP-76b-ზე წელიწადი 1.8 დღე გრძელდება.

თუმცა ეს მისი ყველაზე დიდი უცნაურობა არ არის. კვლევის შედეგად ასტრონომებმა დაადგინეს, რომ პლანეტის ერთ მხარეს რკინის ორთქლი ამოდის.

მეცნიერებმა ეს მოვლენა ასე ახსნეს: პლანეტის ის მხარე, რომელიც ვარვსკვლავისკენ არის მობრუნებული +2400 С გრადუსამდე ცხელდება.ეს ტემპერატურა საკმარისია არა მარტო რკინის დასადნობად, არამედ მის ასაორთქლებლად, რის შემდეგაც რკინა ატომებად იშლება და პლანეტის ზედაპირიდან მის ატმოსფეროში ხვდება.

პლანეტის ბნელ მხარეზე ცივა, რაც იმას ნიშნავს, რომ დღისა და ღამის ზღვარზე ეკვატორის პარალელურად, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით უძლიერესი ქარები უბერავს. როცა ტელესკოპი პლანეტას სწავლობდა, მისკენ ბნელი მხარე იყო მობრუნებული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქარს რკინის ორთქლი დღის მხარეს გადააქვს, რადგან ნათელი მხარის შესწავლისას ქარში რკინის ორთქლი აღარ ფიქსირდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ორთქლი გაცივდა, მისი კონდენსირება მოხდა და ის პლანეტის ზედაპირზე რკინის წვეთების სახით დაილექა.

ასტრონომები აცხადებენ, რომ ეს აღმოჩენა მათ ეგზოპლანეტების შემდგომ შესწავლაში დაეხმარება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2