close
ს საინტერესოავლევები

არიან თუ არა ღამურები COVID-19-ის გავრცელებაში დამნაშავეები

1560516301-animals_hero_bats

მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ახალი კორონავირუსის წყარო ღამურები არიან, ნაწილი კი ამ მოსაზრებას ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ დაავადების გავრცელებაში, რომელმაც რამდენიმე თვეა მსოფლიო წესრიგი და თანამედროვე ადამიანის ცხოვრების სტილი შეცვალა, ღამურები დამნაშავეები არ არიან.
აღსანიშნავია, რომ ვირუსები, რომელიც ძალიან ჰგვანან COVID-19-ის გამომწვევ ვირუსს, ჩინეთში გავრცელებულ ღამურის სახეობაში მართლაც აღმოაჩინეს, რამაც გააჩინა კითხვა, როგორ გადავიდა დაავადება ღამურადან ადამიანზე და მთელს დედამიწაზე გავრცელდა.
ღამურები ერთადერთი ძუძუმოწვრები არიან, რომლებსაც ფრენა შეუძლიათ, რაც მათ დიდ ტერიტორიაზე გავრცელების საშუალებას აძლევს. ეს ნიშნავს, რომ ღამურის ორგანიზმში ბევრი პათოგენის და დაავადების თავმოყრაა შესაძლებელი. გარდა ამისა, ფრენა დიდ აქტიურობას მოითხოვს, რამაც ღამურების იმუნური სისტემის სპეციფიკურობა გამოიწვია.
ლონდონის ზოოლოგიურ საზოგადოების ველური ბუნების ეპიდემიოლოგიის პროფესორის, ენდრიუ კანინგემის განმარტებით, ფრენის დროს ღამურების სხეულის ტემპერტურა იზრდება, რამაც განაპირობა ის, რომ ღამურებში განვითარებული პათოგენები სხეულის გაზრდილ ტემპერატურას უძლებენ.
პროფესორი კანინგემი აცხადებს, რომ ეს ფაქტი პრობლემას ქმნის მაშინ, როდესაც ეს დაავადებები სხვა სახობებში ჩნდებიან. მაგალითად, ადამიანებში ტემპერატურის ზრდა სხეულის დამცავი მექანიზმია, რომლის მიზანი ვირუსის განადგურებაა. თუმცა ვირუსი, რომელიც ღამურაში განვითარდა, მაღალი ტემპერატურის მიმართ მდგრადია.
როგორ მოხდა დაავადების ადამიანიდან ღამურაზე გადასვლა? კანინგემი განმარტავს, რომ დაავადების ღამურადან ან ნებისმიერი სახეობიდან ადამიანზე გადაცემა ყოველთვის ადამიანის ქცევითაა განპირობებული. „ამას ადამიანის ქმედებები იწვევს,“- აღნიშნავს პროფესორი.
მეცნიერები განმარტავენ, რომ როდესაც ღამურებზე ნადირობენ, ან ტყეების ჭრის შედეგად მათ საცხოვრებელს ანადგურებენ, ამ ქმედებებისგან გამოწვეული სტრესი ღამურების იმუნურ სისტემას ასუსტებს და სხეულს პათოგენებთან გამკლავება უჭირს. მეცნიერების შეფასებით, მომატებული სტრესის დროს ვირუსი ღამურას ორგანიზმიდან ისე გამოიყოფა, როგორც, მაგალითად, ჰერპერს ვირუსი ადამიანის ორგანიზმიდან.
ექსპერტების აზრით, ჩინეთის ქალაქ უხანში მდებარე ცხოველების ბაზრობაზე, რომელსაც COVID-19-ის გავრცელების წყაროდ მიიჩნევენ და სადაც გარეული ცხოველები დატყვებეული ჰყავთ და ჰყიდიან, ცხოველები განსაკუთრებული სტრესის ქვეშ არიან და იქ სხვადასხვა სახეობიდან გამოყოფილი ვირუსის არევის დიდი შანსია.
„კაცობრიობა იზრდება და ადამიანებს ერთმანეთთან უფრო ფართო და მჭიდრო კონტაქტები აქვთ და ვირუსი ადამიანებს შორის ადვილად ვრცელდება. ერთი ინფიცირებული ადამიანი ბევრ ინფიცირებულს ნიშნავს,“- აცხადებს კანინგემი.
მეცნიერები აცხადებენ, რომ ადამიანებმა ორი რამ უნდა დაიმახსოვრონ : ღამურები დამნაშავეები არ არიან ვირუსის გავრცელებაში და მეორე : იმის გამო, რომ ადამიანები ისეთ ადგილებშიც დადიან და მკვიდრდებიან, სადაც მანამდე არაფერი ესაქმებოდათ, ვირუსი, შესაძლოა, დედამიწაზე დარჩეს.

წყარო : CNN

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2