close
ვლევები

არიან თუ არა დედისერთები „ნარცისები“?

bbbvbvb

საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილი მიიჩნევს, რომ დედისერთა ბავშვები უმეტეს შემთხვევაში ეგოისტები, წუნიები და ეგოცენტრულები არიან.

თუმცა, გერმანელმა მეცნიერებმა ახლახანს ჩაატარეს კვლევა, რომლის შედეგების თანახმად, “ნარცისიზმი” დედისერთობასთან არაა დაკავშირებული.

კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ დღემდე ჩატარებული კვლევების ნაწილი ნარცისიზმი დედისერთობას შორის კავშირს ადასტურებდა, ზოგი- უარყოფდა, ახალი კვლევა კი მათთან შედარებით უფრო მასშტაბურია და გათვალისწინებულია სხვა ფაქტორებით, როგორიცაა მაგალითად, სქესი, სოციო-ეკონომიკური სტატუსი და ა.შ.

„ახლა მეტად დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დედისერთა ბავშვები იმ ბავშვებზე „ნარცისები“ არ არიან, რომლებსაც დედმამიშვილი/ან დედმამიშვილები ჰყავთ.

მკვლევარებმა 1 810 ადამიანის პასუხი გააანალიზეს, რომელთაგან 233 დედისერთა ბავშვები იყვნენ, 1,577-ს კი დედმამიშვილი/ან დედმამიშვილები ჰყავდათ.

აღმოჩნდა, რომ „ნარცისისზმის“ დონეს განსაზღვრავს კვლევაში მონაწილე ადამიანების მშობლების სოციო-ეკონომიკური სტატუსი, სქესი, საცხოვრებელი ადგილი (სოფელი თუ ქალაქი) და მიგრაციული ფაქტორი და არა ის, ჰყავთ თ არა მათ დედმამიშვილი.

კვლევის ფარგლებში „ნარცისიზმის“ განსასაზღვრად პიროვნების ორი თვისება გამოიკვლიეს : თვით-თაყვანისცემა და სხვებთან მეტოქეობა.

მეცნიერებმა კიდევ ერთი კვლევა ჩაატარეს. რამდენიმე ასეული ადამიანის გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ საზოგადოების უმეტესი ნაწილის აზრით, დედისერთა ბავშვები „ნარცისები“ არიან.

კვლევების შედეგები სამეცნიერო ჟურნალ Social Psychological and Personality Science-ში გამოქვეყნდა.

მეცნიერები საკითხის უკეთ შესასწავლად დამატებითი კვლევების ჩატარებას გეგმავენ.

წყარო : sciencealert.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2

კომენტარის დაწერა